ავტორი:

მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - "მგონია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს - ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად არის ეს ამბავი..."

მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - "მგონია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს - ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად არის ეს ამბავი..."

მგონია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს. ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად არის ეს ამბავი - გაურკვეველია, რა ლოგიკით იწყალებენ და რა ლოგიკით არ იწყალებენ, - ამის შესახებ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს.

მეუფე ნიკოლოზის აზრით, პრეზიდენტი ბრალდებულ დეკანოზს შეიწყალებს.

"მგონია, რომ შეიწყალებს, პრეზიდენტის მაგივრად რა უნდა გითხრათ. სინოდმა გადაწყვიტა, გამოაქვეყნა განჩინება, წერილს ხომ არ მივწერთ არა?", - განაცხადა მეუფემ.

კითხვაზე, რომ სინოდს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის შეწყალების თაობაზე ამ დრომდე ოფიციალურად არ მიუმართავს, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ საკითხს "მოიკითხავს". მეუფე ნიკოლოზის აზრით, მას არ ჰგონია, რომ დეკანოზის არ შეწყალების მიზეზი ეს იყოს.

"არა მგონია, რომ ეს იყოს მიზეზი. მეორეც, არ მგონია, რომ პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი თქვას, რატომ არ უნდა შეიწყალოს? ეს არის ბიუროკრატია და მე ვერ გეტყვით, ბიუროკრატიულად ვინ და სად უნდა დაწეროს. სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო და გამოაქვეყნა. საერთოდ ეს ასე ხდება. მეორედ მივმართავთ უკვე პრეზიდენტს ასეთი თხოვმით. პირველად სიტყვიერი მიმართვა იყო. ასეთ საკითხებზე. სხვანაირი ბიუროკრატია არსებობს, მე რომ მივმართავ, დავწერ და გავუგზავნი, მაგრამ სინოდი მიმართავს, პატრიარქი მიმართავს და რა ვიცი, რად უნდა ამდენი ამბავი ამას?" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მან ასევე განაცხადა, რომ შეწყალება რთული პროცესია, მით უმეტეს საქართველოში ქვეყანაში.

"ჩვენს ქვეყანაში ცოტა რთულად არის ეს ამბავი. გაურკვეველია, რა ლოგიკით იწყალებენ, რა ლოგიკით არ იწყალებენ. ჩვენ მეორედ მივმართეთ პრეზიდენტს შეწყალებისთვის, წინაზე წინა პრეზიდენტს მივმართეთ და შეწყალების კომისიამ არ ურჩია", - განაცხადა მეუფემ.

რაც შეეხება დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრების ბრალდებას, რომ შეწყალების თაობაზე განცხადებას შორენა თეთრუაშვილი ბლოკავს, ამას მეუფე ნიკოლოზი ინტრიგას უწოდებს.

"ეს არის თითიდან გამოწოვილი ინტრიგა, ასე ჰქვია ამას, რასაც მეუბნებით. ვინც არ უნდა განაცხადოს, სინოდმა გადაწყვეტილება მიიღო. სინოდმა მეტი რა უნდა გააკეთოს?, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მაშველებმა ​ჯანდარის ტბაზე დაკარგული სიძე-ცოლისძმის ცხედრები იპოვეს

სიღნაღში სიძემ სიმამრი სანადირო თოფით მოკლა - რა გახდა მკვლელობის მიზეზი

"არ არის გამორიცხული, დაკავებული ჩეჩნები შემსრულებლები იყვნენ" - კიევში ქართველი ბიზნესმენის მკვლელობის ახალი დეტალები