ავტორი:

"საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა... დავით ჯალაღონია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას" - "კარტოგრაფების საქმეზე" ახალი ჩვენებები გასაჯაროვდა

"საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა... დავით ჯალაღონია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას" - "კარტოგრაფების საქმეზე" ახალი ჩვენებები გასაჯაროვდა

"მთავარი არხი" ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკითხული ირმა გაბუნიას და საქართველოს თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსის ნოდარ ხორბალაძის ჩვენებებს ასაჯაროებს.

გაბუნია, რომელმაც კომისიაში 2019 წელს ნატალია ილიჩოვა შეცვალა, ამბობს, მან რუკები წინამორბედისგან გადაიბარა და იმავე ოთახში (სეიფში) შეინახა, სადაც ილიჩოვა მუშაობდა.

"მას შემდეგ, რაც მოხდა კომისიაში ნატალია ილიჩოვას ჩემით ჩანაცვლება, მან გადმომცა საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაცასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და რუკები. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის მიღება-ჩაბარების ან სხვა რამე წერილობითი აქტი არ შედგენილა. უბრალოდ მითხრა, რომ ეს იყო მის ხელთ არსებული მასალები და ვინაიდან ვიყავი კომისიის წევრი, მქონდა მე. გადმოცემული მასალები შევინახე სამუშაო ოთახში განთავსებულ რკინის სეიფში, რომელსაც ვიყენებდით მე და ნატალია ილიჩოვა.

აღნიშნული დედანი რუკები 2019 წლის მაისის შემდეგ ზუსტი თარიღს ვერ ვიხსენებ, გადმომცა ნატალია ილიჩოვამ, სამსახურში ჩვენს სამუშაო ოთახში. ხოლო რაც შეეხება 1937 წლის გამოცემა რუკის ასლი ნომერკლატურით K-38 XXII - არ ვიცი ნატალია ილიჩოვამ გადმომცა, თუ მე მივიღე ურთიერთგაცვლისას, როგორც კომისიის წევრმა, სხვა კომისიის წევრებისგან, არ ვიცი აქვს თუ არა დედანი და არც ის ვიცი თუ ვინ შეიძლება იცოდეს აღნიშნულის შესახებ, - წერს ჩვენებაში ირმა გაბუნია.

რაც შეეხება ნოდარ ხორბალაძის ჩვენებას, იქ კონკრეტული შეხვედრაა ნახსენები, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძეც ესწრებოდა.

როგორც ხორბალაძე ჰყვება, ამ შეხვედრაზე მათ ივერი მელაშვილთან მცირე კამათი მოუვიდა.

"მე წარმოვადგინე ჩემ მიერ მოძიებული რუკები, ასევე კრიზისების საბჭოს მიერ მოძიებული რუკა. ივერი მელაშვილმა აღნიშნა, რომ წარდგენილი რუკები არ უნდა ყოფილიყო სახელმძღვანელოდ გამოსაყენებელი აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის საკითხებზე მსჯელობისას, თუმცა თავისი აზრის გასამყარებლად ვერცერთი არგუმენტი ვერ მოჰყავდა. საუბარი ჩემსა და ივერი მელაშვილს შორის დაიძაბა და დავით ჯალაღონია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას - წერს ნოდარ ხორბალაძე ჩვენებაში, რომელსაც "მთავარი არხი" ავრცელებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ნოდარ ხორბალაძემ განმარტა, რომ კომისიის წევრი 2013 წლიდან იყო, თუმცა აღნიშნული დოკუმენტების მოძიება მის ჯგუფს არ ჩაუტარებია.

"2013 წლიდან მე ამ კომისიის წევრი გახლავართ, მაგრამ ამ დოკუმენტების მოძიება მე და ჩემს ჯგუფს არ ჩაგვიტარებია ამ კომისიის ფარგლებში, ეს ჩავატარეთ თავდაცვის მინისტრისა და იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის დავალებით. ეს იყო 2014 წელს" - აღნიშნა მან "იმედის" ეთერში.

"დაახლოებით, ხუთჯერ გაისროლეს" - რას ყვება თვითმხილველი ავჭალაში მომხდარზე, სადაც შუახნის მამაკაცი მანქანაში მოკლული იპოვეს

"თქვენი ძალად ჰუმანურობის დედაც!" - დიზაინერი ზვიად ციკოლია სათვალთვალო კამერით გადაღებულ, მისი ბუტიკის ძარცვის ამსახველ კადრებს აქვეყნებს

ნიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ავტომანქანაში ჩაცხრილეს - "იარაღით ხელშია გარდაცვლილი“