ავტორი:

4-5 დეკემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

4-5 დეკემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა შენარჩუნდება, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 3 დეკემბერს გამოიდარებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

„4-5 დეკემბერს ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლოსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 2-4 დეკემბერს +9, +11 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 5 დეკემბერს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 2 დეკემბერს, ასევე 4-5 დეკემბერს, იქროლებს დასავლეთის მომართულების ქარი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამდენ ხანს უნდა დარჩეთ სახლში გრიპის გადატანის შემდეგ? - ექიმების რეკომენდაცია

ვახო სანაია მეოთხე შვილის მამა გახდა

"არ დავუშვებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ეს დაჩანაკებული მოძრაობა შემოტრიალდეს" - სოსო გოგაშვილის შვილი აქციაზე მივიდა