ავტორი:

ვინ არის ვაჟა სირაძის მეუღლე - საპატრულო პოლიციის უფროსი ცნობილი ექიმის სიძეა

ვინ არის ვაჟა სირაძის მეუღლე - საპატრულო პოლიციის უფროსი ცნობილი ექიმის სიძეა

რამდენიმე თვის წინ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ვაჟა სირაძე დაინიშნა. 33 წლის მაიორს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, იგი წლების განმავლობაში უწყებაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2015 და 2018 წელს ვაჟა სირაძე შინაგან საქმეთა მინისტრმა მედლით დააჯილდოვა.

ვაჟა სირაძე ხობში დაიბადა და გაიზარდა. იქვე დაამთავრა სკოლაც. შემდეგ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. სირაძის დედა ეკა ლატარია ადვოკატია, ხოლო მამა, შოთა სირაძე - მოსამართლე. ჰყავს უმცროსი ძმა.

33 წლის მაიორი დაოჯახებულია. მისი მეუღლე მარიკა ქავთარაძე ექიმ ლევან ქავთარაძის ქალიშვილია. ქავთარაძე ნევროლოგია და მას როგორც სამედიცინო წრეში, ასევე საზოგადოებაში კარგად იცნობენ. იგი დაახლოებით 10 წელია ხობში ცხოვრობს და საქმიანობს, მანამდე კი ქავთარაძეების ოჯახი სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა.

ასევე პეტერბუგრში დაიბადა მარიკა ქავთარაძე, მან სკოლაც იქ დაამთავრა, შემდეგ კი საქართველოში, ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა და იგი წითელ დიპლომზე დახურა. სირაძემ და ქავთარაძემ 2015 წლის აგვისტოში იქორწინეს. ქორწილი თბილისში გადაიხადეს. ერთი წლის წინ მათ ქალიშვილი შეეძინათ.

ლევან და მარიკა ქავთარაძეები

ავტორი: მაიკო ძაგანია

როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

"მინდა მივმართო ჯანდაცვის მინისტრს, არ გაპატიებთ, იცოდეთ! მე დამღუპეთ" - რას წერს გოგონა, რომელმაც ინფიცირებული მშობლები დაკარგა

რეგიონები, სადაც ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევები დაფიქსირდა - რა ინფორმაციას ავრცელებს მთავრობა?