ავტორი:

რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი

რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი

ასტროლოგიაში თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანს თავის კონკრეტული ფუნქცია აქვს და გარკვეულ სფეროებს მართავს. აქედან გამომდინარე, თითოეული მათგანი რაღაც საკითხებში დანარჩენებზე უკეთ ერკვევა და დახმარების ხელსაც სიამოვნებით გამოგიწვდით. ასე რომ, გადაავლეთ თვალი ჩვენს რჩევებს და მიმართეთ ყოველთვის კომპეტენტურ პიროვნებას:

ვერძი

თუკი უკვე დიდი ხანია ვინმესთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობთ და რაციონალური საუბრით ვერაფერი გააწყვეთ, საქმის გასარჩევად ვერძი წაიყვანეთ. ერთხელ და სამუდამოდ გაგირკვევთ ყველაფერს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს, ზოგს საავადმყოფოში, ზოგს თქვენს გვერდით რესტორანში. ვერძი აგარჩევინებთ ყველაზე სწრაფ მანქანას და ზურგზე მოგიკიდებთ თუ სეირნობისას უეცრად ქუსლი მოგტყდათ. რა თქმა უნდა, ვერძი მამაკაცი ვიგულისხმე, მაგრამ არც ქალი დაიხევს უკან, მაშინვე მოძებნის ვინმეს, ვინც თქვენს ზურგზე მოკიდებას შესძლებს. მოკლედ, თუ გაგიჭირდებათ მისი სახელი ახსენეთ და.. ის ხომ ბავშვობიდან ოცნებობდა სუპერმენობაზე.

კურო

თუკი ჯანსაღი და გემრიელი საჭმლის ხასიათზე ხართ, კარგ რესტორანს ეძებთ თანაც ხელმისაწვდომ ფასებში, რჩევა აუცილებლად ჰკითხეთ კუროს. კურო ასევე ყველაზე უკეთ აგარჩევინებთ იშვიათი ჯიშის მცენარეებს თქვენი ბაღისთვის, აგრეთვე საუკეთესო ავეჯს, შპალერს, მოკლედ, ყოველგვარ კომფორტს და სილამაზეს თქვენი სახლისთვის და თუკი ფულის სესხება გიწევთ, ხელსაც გაგიმართავთ. რაც არ უნდა ფინანსური კრიზისი ჰქონდეს, რომელიმე წიგნს ჩამოიღებს თაროდან, ან ბალიშის პირს გადმოფერთხავს და აღმოაჩენთ რომ ყველაზე ჯიბეგაფხეკილ კუროსაც კი თქვენს სამეგობრო წრეში, თქვენზე მეტი ფული მაინც აქვს. წაიკითხეთ სრულად

"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში "დისნეის" კვირეული დაიწყო

სასქესო ორგანოების ქავილი - რისი ბრალია და როგორ მოვიქცეთ

როგორ გადაარჩინა ტყუპისცალი ძმის ჩახუტებამ დღენაკლული ახალშობილი - ემოციური ფოტოს ისტორია