ავტორი:

"მელანიამ ყველას აჩვენა, ვინ არის პირველი" - "კაბების ომი" ნატოს სამიტზე

"მელანიამ ყველას აჩვენა, ვინ არის პირველი" - "კაბების ომი" ნატოს სამიტზე

ყველა ეპოქაში ცხოვრობენ ქალები, რომლებიც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობენ და დანარჩენებისთვის შთაგონების წყარონი არიან, რომელთა სტილი, ცხოვრების წესი მისაბაძია.

თუ წლების წინ ასეთები პრინცესა დაიანა, გრეის კელი, ოდრი ჰეპბერნი და სხვა ლეგენდარული ქალები იყვნენ, თანამედროვე ეპოქაში ე.წ. ინფლუენსერები ქეით მიდლტონი, მეგან მარკლი, მელანია ტრამპი და სხვები არიან.

ამჯერად, მსოფლიოს ყურადღება ნატოს 70-ე სამიტისკენაა მიმართული და პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებზე არანაკლებ ინტერესს მათი თანმხლები ქალების ჩაცმის სტილი იწვევს.

ლონდონში, ნატოს სამიტზე ჩასულ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და პირველ ლედი მელანიას, ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლა.

მიღებას დედოფალი ელისაბედი დაესწრო, ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ პრინცი ჩარლზი, მეუღლესთან კამილა პარკერთან ერთად და პრინცი უილიამი ქეით მიდლტონთან ერთად.

მელანიას "ვალენტინოს" ყვითელი კაბა ეცვა, რომელიც იასამნისფერი დეტალებით იყო გაფორმებული. კაბის ღირებულება 7 700 დოლარია. აშშ-ის პირველმა ლედიმ კაბა იასამნისფერ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს შეუხამა.

რაც შეეხება ქეით მიდლტონს, მისი კაბა უფრო მოკრძალებული იყო. კემბრიჯის ჰერცოგინიამ არჩევანი დიზაინერ ემილია უიკსთიდის მწვანე კაბაზე შეაჩერა, რომლის ფასიც 780 დოლარია.

ქეითისა და მელანიას კაბები სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მიღებაზე მელანია ბრწყინავდა და დანარჩენები, მათ შორის, ქეით მიდლტონი, შეუმჩნეველი დარჩა.

„ეს ქალი ბრილიანტივით ბრწყინავს, იფერებს თავის სტატუსს.“

„ქეითი ძალიან მომწონს, მაგრამ მგონი, მელანიამ ყველას აჩვენა, ვინ არის პირველი.“

„ყოჩაღ ქეითს, მომწონს, რომ შედარებით იაფფასიანი კაბა ჩაიცვა.“

„მელანია სხვა კლასია, იცის, როგორ მიიპყროს ყურადღება.“

„მე სისადავე მომწონს, ამიტომაც, მგონი, ქეითი უფრო კარგად გამოიყურება“

ეს მცირე ნაწილია იმ კომენტარებისა, რომელიც სოციალურ ქსელებში ამ ორი ქალის ჩაცმის სტილს მოჰყვა. თქვენ რომელი კაბა უფრო მოგეწონათ?

ამერიკული მედია - უკრაინული თვითმფრინავი ირანის რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო

ყასემ სოლეიმანის ცოლი და ოჯახი - უცნობი ფაქტები აშშ-ს მიერ ლიკვიდირებულ ირანელ გენერალზე

Unian.info - კიევი თვითმფრინავის ჩამოგდების ერთ-ერთ ვერსიად რუსული "ტორ"-ის ტიპის რაკეტის გაშვებას განიხილავს