საპირფარეშოში ტელეფონით შედიხართ და "ფეისბუქს" სქროლავთ? - კვლევის თანახმად, ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ

საპირფარეშოში ტელეფონით შედიხართ და "ფეისბუქს" სქროლავთ? - კვლევის თანახმად, ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ

ტექნოლოგიების ეპოქის ადამიანთა დიდ ნაწილს გვიჭირს მოვწყდეთ სმარტფონებს, ციფრულ ტექნიკას. ზოგიერთი საპირფარეშოშიც კი არ შედის ტელეფონის გარეშე, აბაზანის მიღების დროსაც თან აქვს და მსგავსი ქმედება ნორმადაც მიაჩნია.

მკვლევარები თანხმდებიან იმაზე, რომ სმარტფონის გამუდმებით მოხმარება, სოციალური ქსელების მუდმივად სქროლვა ბევრი თვალსაზრისითაა საფრთხის შემცველი, მაგრამ განსაკუთრებით სახიფათო იმ შემთხვევაშია, თუ ის საპირფაროშიც შეგაქვთ და სოციალური ქსელების სქროლვას აგრძელებთ. ეს, პირველ ყოვლისა, ციფრულ ტექნოლოგიებზე თქვენს დამოკიდებულებას უსვამს ხაზს. ამავდროულად, მეცნიერთა მტკიცებით, გაქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები და რისკის ქვეშ დგას ფიზიკური ჯანმრთელობაც.

2015 წელს აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანების 90%-ს სმარტფონი საპირფარეშოშიც მიაქვს. თუ თქვენც ასეთ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნით, მედიკოსები გირჩევენ, რომ ეს მავნე ჩვევა აუცილებლად მოიშოროთ.

მიკრობიოლოგიის სპეციალისტი ჯეისონ ტეტრო ამბობს, რომ სმარტფონის ეკრანი ისედაც უამრავ ბაქტერიას ატარებს. საპირფარეშოში შეტანით კი იზრდება რისკი იმისა, რომ მასზე ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო სახიფათო ბაქტერიები გადავა. ტეტროს თქმით, შესაძლოა ტელეფონის ეკრანზე ფეკალური ბაქტერიები მოხვდეს, ეკრანიდან კი კანზე გადავიდეს და მისი დასნებოვნება გამოიწვიოს.

მიკრობიოლოგიის ექსპერტის მტკიცებით, კანის სიწითლის, გაღიზიანების, გამონაყრის და სხვა გართულებების გამომწვევი მიზეზი, ზოგ შემთხვევაში, სწორედ ის არის, რომ ტელეფონი საპირფარეშოში შეაქვთ, სადაც მასზე სხვადასხვა მავნე ბაქტერია ხვდება.

ჯეისონ ტეტრო გირჩევთ, რომ სმარტფონი შორს დატოვოთ საპირფარეშოსგან. ამასთანავე, დარწმუნდით, რომ საპირფარეშოდან გამოსვლისას საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები და თუ მაინც შეიტანთ ტელეფონს, არ სქროლოთ სოციალური ქსელები, არ ისაუბროთ და გამოსვლისას სპეციალური გამწმენდი საშუალებით კარგად გაწმინდეთ.

გარდა იმისა, რომ საპირფარეშოში ტელეფონის გარეშე შესვლით, მავნე ბაქტერიების ზემოქმედებისგან დაიცავთ თავს, ამავდროულად, ეს თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება. როგორც აღმოჩნდა, როცა ტელეფონი მუდამ თან გაქვთ და არასოდეს ხართ მის გარეშე, ეს მენტალურ აშლილობას იწვევს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ უნდა არსებობდეს თუნდაც ერთი ისეთი ადგილი, სადაც მცირე პერიოდს მაინც სმარტფონის გარეშე გაატარებთ.

ინდოეთში 27 წლის ქალის ჯგუფურად გაუპატიურებასა და დაწვაში  ბრალდებული 4 მამაკაცი  პოლიციამ დახოცა - "ეს ყველასთვის მაგალითია"

მასტაბური გაფიცვის მეორე დღე საფრანგეთში - დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, დაკავებულია ათობით ადამიანი

ალპებში აღმოაჩინეს ბაზა, საიდანაც რუსი აგენტები მკვლელობებს და საბოტაჟს გეგმავდნენ - როგორი სქემით მოქმედებდა ГРУ?