ავტორი:

"ვირუსების აქტიურობა გაორმაგებულია... პიკს დეკემბრის ბოლოს ველოდებით" - იაშვილის კლინიკის დირექტორი აქტუალურ საკითხებზე

"ვირუსების აქტიურობა გაორმაგებულია... პიკს დეკემბრის ბოლოს ველოდებით" - იაშვილის კლინიკის დირექტორი აქტუალურ საკითხებზე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების პიკის პერიოდის პროგნოზირება რთულია, თუმცა შემთხვევების მატება დეკემბრის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.

„უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე 2018-2019 წლებში. ეს გამოიხატება იმაში, რომ ერთი წლის წინ, ნოემბერში იყო გრიპის შემთხვევების მატება. ახლა, საქართველოში გვაქვს მხოლოდ ორი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებული. ერთი შემთხვევა B ტიპის გრიპის ვირუსი იყო იდენტიფიცირებული, მეორე შემთხვევა იყო გუშინ, A ტიპის ვირუსი. მხოლოდ ორი ტიპის ვირუსია დადასტურებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ტიპის ვირუსები არ აქტიურობენ. პირიქით - სხვა ტიპის ვირუსების აქტიურობა მაღალია, მაგრამ კარგია, რომ ასეთი კლინიკური ვირუსების შემთხვევები არის ერთეული. შარშან დეკემბერში მივიღეთ პიკი, ამიტომ ველოდებით წელსაც დეკემბერში ამ შემთხვევების მატებას. ტიპურია საქართველოსთვის დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი, ეს არის ვირუსების მაქსიმალური ატიურობის პერიოდი.

ჩვენ ვაფიქსირებთ შემოსვლას როგორც იაშვილის კლინიკაში, ასევე, რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში. თუ წინა კვირებში 5-6 შემოსვლა იყო ამ დეპარტამენტში ყოველდღიურად, ახლა გაორმაგებულია, 10-12 ასეთი შემთხვევა შეიძლება იყოს დაფიქსირებული. მატებას ველოდებით, თუმცა პიკური მატებას პროგნოზირება რთულია, რადგან 2017-18 წელს ძირითადად B ტიპის ვირუსი იყო, შარშან პირიქით A ტიპის. რა იქნება წელს, რთული სათქმელია”, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, გრიპის ვირუსის ძირითადი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, ასევე ზოგ შემთხვევაში ყელისა და მუცლის ტკივილი.

„ეს არის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე გამორჩეული სიმპტომით. მაღალი ტემპერატურა, ასევე დამახასიათებელია ზოგადი სისუსტე, შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ბავშვებში შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი. ასე რომ, განსხვავება გრიპსა და გაციებას შორის საკმაოდ დიდია”, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, ვაქცინის დეფიციტი ამ ეტაპზე არ არის.

ჩხაიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი ნოემბრის დასაწყისია, ვაქცინის გაკეთება ახლაც რეკომენდირებულია.

“სახელმწიფოს გადაწყვეტილება ყოველწლიურად გაზარდოს უფასო ვაქცინა რისკ ჯგუფებში. წელს 100 ათას აღწევს ამ ვაქცინების რაოდენობა. რაც საკმაოდ დიდი მოცულობაა.

მე არ მგონია, რომ დეფიციტი იყოს, იაშვილის მაგალითზე გეტყვით, ჩვენ გვაქვს ვაქცინაციის კაბინეტი. რა შემთხვევაშიც ჩვენ შეგვიძლია სიტყვა „დეფიციტი“ გამოვიყენოთ, ეს ეხებოდა მხოლოდ 4 კომპონენტიან ვაქცინას, რომელიც შეიცავს ორი A და ორი B ტიპის კომპონენტს.

ნოემბრის დასაწყისი იდეალურია ვაქცინაციისთვის. ეს ვაქცინა მოქმედებას იწყებს შეყვანიდან 2 კვირის განმავლობაში. ახლაც, რა თქმა უნდა, აზრი აქვს ამ ვაქცინის გაკეთებას”, - განაცხადა ჩხაიძემ.

რა დაუწერა დაჭრილმა პოლიციელმა მის მოსანახულებლად მისულ შს მინისტრს - კადრები საავადმყოფოდან

მართვით სუნთქვაზეა, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა - ცოტნე გამსახურდიას ექიმი

ექიმი - ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა დამატებითი ოპერაცია დასჭირდეს