ავტორი:

რა დაუწერა დაჭრილმა პოლიციელმა მის მოსანახულებლად მისულ შს მინისტრს - კადრები საავადმყოფოდან

რა დაუწერა დაჭრილმა პოლიციელმა მის მოსანახულებლად მისულ შს მინისტრს - კადრები საავადმყოფოდან

ბათუმში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოინახულა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაურთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ადგილობრივი მთავრობის წევრებიც იმყოფებოდნენ.

დაჭრილი სამართალდამცველი ოთარ თავართქილაძეა. ის თავდამსხმელმა ყელის არეში დაჭრა და ოპერაციის შემდეგ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის.

თავართქილაძემ მასთან მოსანახულებლად მისულ მინისტრს ფურცელზე ხელით დაუწერა სამადლობელი ტექსტი, სადაც აღნიშნა, რომ მალე დაუბრუნდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, ორი დღის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი ყელის არეში დაჭრეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ეკიპაჟი მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც უცნობმა პირმა ისინი გააჩერა და ერთ-ერთ სამართალდამცველს ყელის არეში მძიმე ჭრილობა მიაყენა. ბრალდებული დაჭრილის მეწყვილემ ადგილზე დააკავა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ხვდება.

"ვიდექით ტაძრის ეზოში მონიშნულ ადგილებზე... ხატებზე და ჯვარზე მთხვევა არ მომხდარა" - რას წერს თბილისის ერთ-ერთი ეკლესიის მრევლი

რას ნიშნავს "ნულოვანი პაციენტი" და რა მოსაზრებები აქვთ მეცნიერებს კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ ადამიანზე

"გეუბნებიან, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარეთ დადექითო" - ილია მეორე მრევლს მიმართავს