ავტორი:

აფხაზი "კანონიერი ქურდების" მკვლელობას არძინბას ნათესავს უკავშირებენ - ვინ არის ქემალ არძინბა და რატომ იმყოფებოდა თბილისში?

აფხაზი "კანონიერი ქურდების" მკვლელობას არძინბას ნათესავს უკავშირებენ - ვინ არის ქემალ არძინბა და რატომ იმყოფებოდა თბილისში?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ორი კრიმინალის მკვლელობის საქმეზე დაწყებული პროცესები გრძელდება.

ასტამურ შამბასა და ალხას ავიძბას ოჯახის წევრებმა სოხუმის ცენტრში აქცია გამართეს - 300-მდე ადამიანი "ძალოვანი უწყებებისგან" მკვლელობის საქმის გახსნასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვდა. მათი მოთხოვნით, ე.წ. შს მინისტრი გარი არშბა და მისი მოდგილეები გაათავისუფლეს.

ერთი-ერთი მოკლულის, ასტამურ შამბას ნათესავების მტკიცებით, ქილერებმა ისე "სუფთად" იმუშავეს, რომ ჩარევის გარეშე ამას ვერ გააკეთებდნენ. მათ კვალი თითქმის არ დაუტოვებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეში თავად "მინისტრი" იყო გარეული. არშბამ ამ ბრალდებას სიცრუე უწოდა. მისივე თქმით, ის თავად ებრძვის კრიმინალებს და საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს.

აფხაზური მედია, მკვლელობის გარშემო კიდევ ერთ ვერსიაზე წერს, რომლის თანახმადაც, საქმის უკან მკვლელობის მთავარი შემკვეთი, აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ბიძაშვილი, რეგიონში გავლენიანი ბიზნესმენი ქემალ არძინბაა.

ადგილობრივების ცნობით, არძინბა ძირითადად ტურიზმის ბიზნესით არის დაკავებული და ასტამურ შამბა, იგივე "ასტიკი", რომელიც ბოლო ხანებში გავლენის სფეროებს აფართოებდა, არძინბას ულტიმატუმის ენით ელაპარაკებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს არ აპატიეს.

სხვათაშორის, 2017 წელს ru.krymr.com-მ წერდა, რომ ქემალ არძინბა, 2007 წელს თბილისში იმყოფებოდა, სადაც სიკვდილისგან იხსნეს.

"2007 წელს უსიცოცხლო მდგომარეობაში გადაიყვანეს თბილისის ნარკოლოგიურ ცენტრში, სადაც გადაარჩინეს. მაშინ არძინბას გარემოცვამ და სხვებმაც, ეს ქმედება "ნაციონალური ინტერესების" ღალატად შეაფასეს... თუმცა, პასუხად მიიღეს, რომ "რუსული დაზღვევა, პრაქტიკულად არ მუშაობს და ცუდი მომსახურების შემდეგ, თანხის გადახდა მაინც უწევდათ..."

მაშინ ქართულ მედიაშიც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქემალ არძინბა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს აქტიურ მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში ქართველების წინააღმდეგ, თბილისში მკურნალობდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში პაატა დავითაია ამბობდა, რომ ქემალი არძინბების კლანის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო და მისი მსგავსი ადამიანები, რომელთაც ხელი ქართველების სისხლში ჰქონდათ გასვრილი, ციხეში უნდა მსხდარიყვნენ და არა კლინიკებში, სამკურნალოდ. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ქემალ არძინბამ ე.წ ადმინისტრაციული საზღვარი ყალბი პასპორტით გადმოკვეთა.

აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ქემალ არძინბამ აფხაზეთი რამდენიმე დღის წინ დატოვა, უკვე ყოფილი შს მინისტრის მოადგილის ქიშმახოვის დახმარებით.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მკვლელობის დაუყოვნებლივ გახსნის ბრძანება გასცა. მისივე თქმით, "ქვეყანაში ე.წ. კანონიერი ქურდობის რომანტიზაცია უნდა შეწყდეს და ამისთვის კანონის გამკაცრება და ახალი კადრებია საჭირო..."

ხაჯიმბას პათოსს არაგულწრფელს უწოდებს ადგილობრივი მოსახლეობა, მათი თქმით, სწორედ გუდაუთელ "კრიმინალურ ავტორიტეტებთან" კონსულტაციის შემდეგ ნიშნავდა ამა თუ იმ მაღალჩინოსანს ხაჯიმბა ხელისუფლებაში, რადგან "მათ გარეშე ის ვითომ მშვიდობაც არ ექნებოდა, რაც ახლა აქვთ..."

სოხუმის ცენტრში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, აქამდე მიჩუმებული აფხაზური ოპოზიციაც გააქტიურდა. ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა რეალური ცვლილებების მოთხოვნით გამოდის. აფხაზები კი წერენ, რომ იქცევა თუ არა ეს მკვლელობა დიდი ცვლილებების დასაწყისად, დრო აჩვენებთ...

"სალიფოვის მკვლელობის შემდეგ აფხაზეთში შესაძლოა სასტიკი "პიზა" გააქტიურდეს" - რა აკავშირებდა "მაფიის ბოსს" ქართველ "ქურდებთან" და ვის მიაწერენ მის მკვლელობას?

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა