ავტორი:

“ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია“  წიგ­ნ-ალ­ბომთან  ერთად 70%-იანი ფასდაკლებითაა ხელმისაწვდომი

“ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია“  წიგ­ნ-ალ­ბომთან  ერთად 70%-იანი ფასდაკლებითაა ხელმისაწვდომი

"ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" შედგება 24 მონეტისაგან, რომლითაც ივსება წიგნი-ალმობი. 14 ნოემბრიდან, თვეში ერთხელ, ჟურნალ "გზასთან" ერთად, მონეტების კომპლექტი სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. პროექტი 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მკითხველი 4 თვის განმავლობაში, ჟურნალთან ერთად, ხუთ-ხუთს, ბოლო თვეს კი, 4 მონეტას მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის გამნავლობაში (5 თვე) წიგნი-ალბომი, რომელსაც მკითხველი შეგროვებული 24 მონეტით შეავსებს, სპეციალურ ფასად - 20.90 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. ალბომს, ასევე, მოჰყვება სპეციალური ლუპა. შემდეგი მონეტების კომპლექტი, 12 დეკემბრიდან გზასთან ერთად, სპეციალურ ფასად 8,40 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.

ალბომზე ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. წიგნ-ალბომში წარმოდგენილი მონეტების ორიგინალები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

“ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეა, რომელიც უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე პერიოდს მოიცავს. ამ მონეტებით მოყოლილი ისტორია არის საინტერესო გზა, რომ გაჰყვე საქართველოს სავაჭრო გზებს, იმ პერიოდებს, როდესაც ფული იჭრებოდა. ყველა მონეტა ძალიან სკურპულოზურად არის შერჩეული იმ პერიოდებთან დაკავშირებით, იმ მეფეებთან, რომლთაც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ყველა ფული დევალვაციას განიცდის,თუმცა ეს არის ფული, რომელიც არასდროს უფასურდება.

პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და "გამომცემლობა პალიტრა L“ -ის მიერ განხორციელდა და ის წიგნ-ალბომსა და მონეტების კოლექციას აერთიანებს, 24 განსხვავებული მონეტა, საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.

თითოეულ მონეტას ერთვის შესაბამისი ეპოქის მიმოხილვა. ალბომში შეხვდებით ეროვნულ მუზეუმში დაცულ, ეპოქების ამსახველი ექსპონატების ფოტოებსაც, რომლებიც ისტორიული სიზუსტით აღწერენ თითოეულ მონეტას.

მკითხველთა თხოვნით, სერია "ქართველი მეფეები" გრძელდება

წნევის პრობლემები - 9 დეკემბრიდან "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მეორე ტომი გამოვა

სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში" "დისნეის" წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება