ავტორი:

ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს

ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს

ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს, ახლომდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან კვერცხები დაუშინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებმა მოწინააღმდეგეებს ხუმრობით უპასუხეს.

კერძოდ, ქუდები გაუწოდეს და მიმართეს, რომ „კვერცხები იქ ჩაეყარათ“.

ინციდენტის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა და მხარდამჭერებმა კიკვიძის სკვერიდან მსვლელობა დაიწყეს. აქციის გამო გადაკეტილია რამდენიმე ქუჩა.

"ერთი მიზანი გვაქვს, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ის საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოში დაიძრა და გაძლიერდება, მხოლოდ თბილისის საქმე არ არის, არამედ ეს არის ქართული ცივილიზაციის აკვანის, ქუთაისის საქმეც. გვჭირდება პროპორციული არჩევნები.

ჩვენთვის კი არ გვჭირდება, არამედ გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღოს ნორმალური ხელისუფლება, რომელიც კორუფციისა და კრიმინალის წახალისებით, არჩევნების გაყალბებით არ არის დაკავებული და ასევე დაპირებით "მოგსპობთ", "ყველას გაგიშვებთ საზღვარგარეთო" და ისე დაიცალოს ჩვენი ყველა სოფელი და ქალაქი, როგორც დღეს იმერეთია დაცლილი.

პროვოკაციების ჩვენ არ გვეშინია. 7 წლის განმავლობაში ჩვენი 14 000 წევრი და მხარდამჭერი დაკითხეს. ყველაფერი ნანახი გვაქვს, არაფრის გვეშინია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

LIVE: 360 გრადუსი - ზურაბ ჯაფარიძე, თაკო ჩარკვიანი, დავით მათიკაშვილი

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

სოფიო ხუნწარია განმარტავს, რატომ დატოვა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა - "გთხოვთ, ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია"