ავტორი:

სოფიო ხუნწარია განმარტავს, რატომ დატოვა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა - "გთხოვთ, ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია"

სოფიო ხუნწარია განმარტავს, რატომ დატოვა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა - "გთხოვთ, ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია"

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა. ხუნწარიამ დედაქალაქის მერს თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადებით თავად მიმართა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სოფიო ხუნწარია სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის.

მოგვიანებით, თბილისის მერიამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მადლობა გადაუხადა ხუნწარიას ორწლიანი თანამშრომლობისთვის და მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის.

თანამდებობის დატოვების შესახებ ხუნწარიამ განმარტება "ფეისბუქის" პირად გვერდზე გააკეთა:

"ძალიან ბევრი მირეკავს, მწერს და ათას ვერსიას ვისმენ. მეგობრებო ხდება ხოლმე ასეც, როდესაც პირადი განცხადების საფუველზე მიდიან ადამიანები თანამდებობიდან და სხვა რაიმე აპოკალიპტური ფონი არ არსებობს. კოლეგებს ბოდიში, რომ მათ ზარებს არ ვპასუხობ (ჟურნალისტებს ვგულისხმობ), მაგრამ გთხოვთ რიგი ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ, უხერხულია.

მე ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ თანამდებობას, ჩემი პირადი მიზეზების გამო. არ მომწონს, როცა ჩამონათვალს აკეთებენ და წუწუნს იწყებენ რიგ საკითხებზე. ვბრუნდები იქ საიდანაც მოვედი. არტარეაში დღეს ჩემი ყოფნა დარგის განვითარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. აქვე გეტყვით, რომ ორ წელიწად ნახევრის მანძილზე ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ.

მადლობა კახის, რომ მომცა ამის შესაძლებლობა და, რომ გვერდში მედგა საქმეში. მადლობა ჩემს საყვარელ მოადგილეებს, ირაკლებს, მაიკოს და ილიას. ჩემს გუნდს, რომელიც ყველაზე კომფორტული იყო და შეუძლებელიც შევძელით ერთად. ჩემთვის ეს წლები დაუვიწყარი იქნება და იმ ძირითად სფეროს, რომელსაც ვკურირებდი არ ვუღალატებ. ხვალ უკვე ყველა პროექტს ჩამოვთვლი რაც გავაკეთე და რასაც ვტოვებ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი, რომელიც დღეს მერიაშია ყველაფერს გაუმკლავდება. იშვიათად შეკრული გუნდი!

მიყვარხართ და ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი ჩამონათვალი და თუ ვინმე გამომრჩა ყველამ მიიღეთ თქვენ თავზე, რადგან განურჩევლად მადლიერი ვარ ყველასი" - წერს ხუნწარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

სოფიო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა 2018 წლის იანვარში დაიკავა. მანამდე ის თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.

"მოუკლავი დათვის ტყავს იყოფენო..." - როგორ აფასებენ ექსპერტები პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას

კახა კალაძეს ახალი მოადგილე ჰყავს

რას მიიღებს "ქართული ოცნება" დასავლეთთან ურჩობით?