ავტორი:

პატრიარქი - მოსახლეობა მიდის საზღვარგარეთ, ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებს

პატრიარქი - მოსახლეობა მიდის საზღვარგარეთ, ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებს

სოფლის სამღვდელოება უნდა იყოს მაგალითი სოფლის მეურნეობაში, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს.

"დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მე მინდა დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება უნდა იყოს მაგალითი სოფლის მეურნეობაში. მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, სნოდან ვარ, როგორ უფრთხილდებოდნენ მიწის ნაკვეთს, საკარმიდამოს, არ იყო მოცდენილი არცერთი მეტრი მიწისა. ყველა დამუშავებული იყო. კარტოფილი, მწვანილი ითესებოდა, თიბვა იყო. დღეს, როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება, საკარმიდამო არ მუშავდება. მინდა ვთხოვო ჩვენ სამღვდელოებას მაგალითი მიეცით სოფლის მოსახლეობას, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები. ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოს სამღვდელოებამ. გარდა მიწის დამუშავებისა უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა. ეს დიდად ამოსწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ქალაქს. რამდენიმე ხნის შემდეგ მე გავსინჯავ რამდენად შეასრულეთ ეს ლოცვა-კურთხევა. დიდი იმედი მაქვს, მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას",- ბრძანა პატრიარქმა.

ამასთან, პატრიარქმა ქადაგებისას საქართველოდან წასულ ემიგრანტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას მათი დახმარება სჭირდება.

"სოფლის მოსახლეობა და ქალაქისა მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები. ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებს, სახლდებიან ჩვენს სოფლებში და ქალაქებში. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს ეს მადლი. გეძლევათ ლოცვა - კურთხევა მთელ საქართველოში გაავრცელოთ ეს სურვილი და გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი",- ბრძანა პატრიარქმა.

LIVE ნიუსრუმიდან - როგორ ამოწმებენ თბილისის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს

ბოლო ხუთ წელში, ავარიებს საქართველოში 2 650-მდე ადამიანი ემსხვერპლა - რატომ ვერ ვშველით ტრაგედიებს გზებზე?

საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა