ავტორი:

რუსეთს 4 წელი  სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალა

რუსეთს 4 წელი  სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალა

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს(WADA) გადაწყვეტილებით, რუსეთს 4 წლის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, მსხვილ სპორტულ ღონისძიებებზე იკრძალება რუსეთის სახელმწიფო დროშის აღმართვა და ჰიმნის გაჟღერება.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსულ მედიასთან რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი იური განუსი ადასტურებს.

მისი თქმით, მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

დოპინგური სკანდალი რუსეთის გარშემო რამდენიმე წელია გრძელდება. სამხრეთ კორეაში გამართულ ოლიმპიადაზე, რუსეთის ნაკრებმა ვერ შეძლო თამაშებში მონაწილეობა მიეღო სწორედ დოპინგთან დაკავშირებული საკითხების გამო.

რუსეთი ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ თამაშებში, მათ შორის, 2020 წლის ოლიმპიადასა და 2022 წლის მსოფლიოს თასზე

ანატომიის ესპანელი მასწავლებლის უჩვეულო კოსტიუმი გაკვეთილზე - "ბავშვები თვალებზე ხელს იფარებდნენ...“

რუსმა სპეცრაზმელებმა მეხუთე კლასელებს აქციის ხელკეტებით დაშლა "ასწავლეს" -   სკანდალური ვიდეო  და რუსების უმწვავესი გამოხმაურება

რატომ მალავს პუტინი შვილებს - რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო ქალიშვილები მილიარდებს ფლობენ