ავტორი:

ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო - პუტინი

ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო - პუტინი

2019 წლის აგვისტოში, ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე წარმოადგენს მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორს, - ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერეციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზელიმხან ხანგოშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა კავკასიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, „მხარს უჭერდა რა სეპარატისტებს“.

„ის ძალიან სასტიკი და პირსისხლიანი მეომარი იყო. არ ვიცი, რა დაემართა. ეს ბანდიტური გარემოა და აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს“, - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა რუსული სპეცსამსახურების ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან სავარაუდო კავშირის გამო. საქართველოს მოქალაქის ბერლინში მკვლელობა, გუშინ „ნორმანდიული ოთხეულის სამიტის“ ფარგლებში, რუსეთის და გერმანიის სახელმწიფო ლიდერებმა განიხილეს.

საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი, ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს.

"მგზავრების უმეტესობას ეძინა, მათ არ ეკეთათ ღვედები" - პოლონეთში ავტობუსი არხში გადავარდა, დაღუპულია 6 ადამიანი

"სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო" - სომხეთი "დანის პირზე" და მწვავე პროტესტი, რომელიც არ ცხრება

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში - ბარები, რესტორნები და ულამაზესი ხედები: სასტუმროს ფოტოები, სადაც შესაძლოა, მალე დასასვენებლად წახვიდეთ