ავტორი:

ბათუმში მშენებლობის ნებართვის მიღების წესი შეიცვალა - გამოიწვევს თუ არა ახალი რეგულაციები ბინების გაძვირებას?

ბათუმში მშენებლობის ნებართვის მიღების წესი შეიცვალა - გამოიწვევს თუ არა ახალი რეგულაციები ბინების გაძვირებას?

მიმდინარე წლის 3 დეკემბრიდან ახალი სამშენებლო კოდექსი ბათუმშიც ამოქმედდა. ცვლილებების მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი შეიცვალა, კერძოდ, გაუქმდა ე.წ კ2 კოეფიცინტი, ამასთან, მშენებელი ვალდებულია, თითოეულ სამშენებლო ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმა წარადგინოს. თუმცა, ამასაც თავისი შეზღუდვები აქვს. მაგალითად ის, რომ დეტალურ გეგმას მხოლოდ საკუთარ ნაკვეთზე ვერ ჩაატარებ, ირგვლივ 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ან ოთხივე ქუჩის მხრიდან შემოსაზღვრული კვარტალი უნდა იყოს შესწავლილი და აშ.

დეველოპერები ამბობენ, რომ აღნიშნული ცვლილებები ქალაქისთვის კარგია, თუმცა იმავდროულად აღნიშნავენ, რომ ეს სამშენებლო ნებართვების დროში გაწელვას და ხარჯების გაზრდას გამოიწვევს, რაც თავისთავად, ბინების ფასებზე აიახება.

რას გულიხმობს ახალი რეგულაციები და როგორ ხვდება მას სამშენებლო ბიზნესი, ამ და სხვა საკითხებზე კომპანია HomeSide Batum-ის დირექტორს გოჩა კონცელიძეს ვესაუბრეთ.

აღსანიშნავია, რომ “HomeSide Batum”-ს ამ დროოსთვის ბათუმში 3 მიმდინარე პროექტი აქვს, რომელიც 41-ე დადგენილების (რაც შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების დაცვას გულისხმობს) და ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად ხორციელდება, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტში აქამდეც მოქმედებდა.

კონკრეტულად რას გულიხმობს ახალი სამშენებლო რეგულაციები?

„თბილისის რეალობაში ე.წ კ2 კოეფიციენტთან დაკავშრებით ცვლილება გაცილებით ადრე მოხდა, ყველა სხვა მუნიციპალიტეტში კი 3 დეკემბრიდან ამოქმედდა. ახალი სამშენებლო კოდექსის მიხედვთ, მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი შეიცვალა, ამასთან, ე.წ კ2 კოეფიციენტის კომისია უქმდება და გაზრდის წესი იცვლება რადიკალურად. კანონი მოითხოვს დამუშავდეს განაშენიანების დეტალური გეგმა თითოეულ სამშენებლო ნაკვეთზე. მაგალითად, დეტალურ გეგმას მხოლოდ საკუთარ ნაკვეთზე ვერ ჩაატარებ, გარშემო 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს ან ოთხივე ქუჩის მხრიდან შემოსაზღვრული კვარტალი. ბათუმის პირობებში დიდი მიწის ნაკვეთები გამოვა ერთიანად დასაგეგმარებელი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დადგენილი იქნება საბალანსო ერთეულები, თითოეულ კვარტალში რამდენი შეიძლება იყოს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი. ამასთან, განსაზღვრულია ისიც, ჯამში რამდენი ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე, შესაბამისად, სამშენებლო ნებართვის მისაღებად კვარტალში ყველას თანხმობა იქნება საჭირო. რაც თავისთავად გაართულებს ნებართვის მიღების პროცესს. თუმცა, ეს მხოლოდ ამ თანხმობითაც არ გადაწყდება. გასათვალისწინებელია სამეზობლო საზღვრიდან მოშორების რეგულაციები და ასე შემდეგ.

შეიძლება ითქვას, რომ სამშენებლო კოდექსში შესულმა ცვლილებებმა სრულიად ახალი რეალობა შექმნა. იმისთვის, რომ, დეველოპერმა სამშენებლო ნებართვა მიიღოს, გაცილებით მეტი მოთხოვნისა და პროცედურების დაკმაყოფილება მოუწევს.

სამშენებლო ბიზნესისთვის რა სირთულეები შექმნა ახალმა რეგულაციებმა?

სირთულეები იმდენად არაფერი. შეიძლება ითქვას, რომ უფრო დაიხვეწა მიდგომა, რაც მობინადრეებისთვის და ქალაქისთვის გაცილებით უკეთესი იქნება. კერძოდ, აღარ იქნება შემთხვევები, როდესაც შენობის მაღალსართულიანობა კ2 კოეფიციენტზე იქნება დამოკიდებული,თან ახალი რეგულაციების მიხედვით, კანონი ყველასთვის ერთნაირად იმოქმედებს, მოხდება კვარტალური დაგეგმარება. გარდა ამისა, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა გამწვანების საკითხს, თუმცა ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, HomeSide Batum-ის პროექტები მთლიანად აკმაყოფილებს ამ უკანასკნელს. ჩვენს ყვეალ პროექტს აქვს საკუთარი სკვერი და ტერასული გამწვანება. უბრალოდ, ყველა ეს მოთხოვნა უფრო მეტად გაართულებს მშენებლობის ნებართვების პროცესს.

აისახება თუ არა ეს ბინების ფასებზე?

თავისთავად, აისახება. წარმოიდგინეთ, გვაქვს ასეთი მოცემულობა, ერთია, რომ მშენებელი მოიპოვებს ნებართვას და მეორე, როდესაც გაქვს გარკვეული რაოდენობის სამშენებლო ფართი და აქედან სარეალიზაციოდ განსაზღვრულია კონკრეტული რაოდენობა. მარტივად რომ ვთქვათ, სარეალიზაციო ფართები უფრო შემცირდება, რის გამოც ყველა დეველოპერი იძულებული გახდება გაზრდილი ხარჯი, ბინების ფასში ასახოს. ეს კი დროთა განმავლობაში ფართების გაძვირებას გამოიწვევს.

ამჟამად რამდენი მიმდინარე პროექტი აქვს HomeSide Batum-ს და აპირებთ თუ არა ახალი რეგულაციების პარალელურად, დამატებითი პროექტების განხორციელებას?

ამ ეტაპზე, ჩვენ 3 მიმდინარე პროექტი გვაქვს. მშენებლობები უკვე დაწყებულია, თუმცა სულ მალე ჩვენ დავიწყებთ ახალი პროექტის მომზადებასაც. ახალი რეგულაციების მიხედვით დანახარჯები უფრო გაიზრდება, თუმცა როგორც მოგახსენეთ, ჩვენს კომპანიას გამწვანების და ეზოს საკითხი ისედაც ყველა პროექტში ჰქონდა გაწერილი. გარდა ამისა, ჩვენი ყველა პროექტი ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებული რეგულაციების შესაბამისად შენდებოდა, აქ თავისთავად გათვალისწინებულია 41-ე დადეგენილებაც და აშ. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ახალი რეგუალციების დაკმაყოფილება ნამდვილად არ გაგვიჭირდება, უბრალოდ, გაიზრდება ხარჯი და სამშენებლო ნებართვის მოპოვების პერიოდი.

თუმცა, მიუხედავად ფასების გაზრდისა, ერთმნიშვნელოვად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი რეგულაციების ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლად და კომფორტული გარემოს შესაქმნელად აუცილებელია.

ავტორი: ნინი ქეთელაური

"ავერსში" ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით მედიკამენტებზე ფასების გაიაფება დაიწყო

"ორიონ ტოკენი" - ვირტუალური ფული ორიონ ჯგუფისგან

Postindustrial Kids: 11 ახალგაზრდა საქართველოდან, რომელთა ისტორიები შთაგაგონებთ