ავტორი:

ვინ არიან ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაშავებული ქართველი სამხედროები

ვინ არიან ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაშავებული ქართველი სამხედროები

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის ამერიკულ სამხედრო ბაზასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად ქართველი სამხედროები დაშავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ორმა თავდამსხმელმა ბაზის სამხრეთ შესასვლელთან მდებარე სამედიცინო პუნქტთან, ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ავტომობილი ააფეთქა, ხუთმა შეიარაღებულმა პირმა კი - ცეცხლი გახსნა.

„როიტერსის“ ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია 1 და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავღანეთის ხელისუფლებასა და ნატო-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ავღანეთში ნატო-ს მისიის ინფორმაციით, „თავდასხმა სწრაფად შეაჩერეს და მოიგერიეს“.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეები მსუბუქად არიან დაშავებული.

რიგითი: ილია თაყაძე

"მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების: გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

კაპრალი: სოსო კვინიკაძე

მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კაპრალი: გოჩა მურადაშვილი

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე. სიტუაციურ ოთახში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.

ჯერჯერობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიებზე ორი დაჯგუფება - "თალიბანი" და "ისლამური სახელმწიფო" მოქმედებს.

როგორ გადაარჩინა ქართველმა სამხედრომ ავარიაში მოყოლილი მოხუცი - "რომ დაგვინახა სიხარულისგან ატირდა: შვილებო, ინსულტი მაქვს გადატანილიო..."

სიახლე სამხედრო მოსამსახურეებისთვის -  ვინ მიიღებს იანვრიდან 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიურ დანამატს

რა ხდებოდა ბაგრამის ბაზაზე ტერორისტული აქტის დროს და როგორ შეძლეს ქართველებმა მტრის მოგერიება - "ლიკვიდირებულია 9, დაკავებულია 1 ტერორისტი"