ავტორი:

"ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან" - პატარა ანიტას ბებია დახმარებას ითხოვს

"ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან" - პატარა ანიტას ბებია დახმარებას ითხოვს

პატარა ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს, უმძიმეს მდგომარეობაშია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში 2 წლის ანიტას ბებია თამუნა გლურჯიძე ავრცელებს და დახმარებას ითხოვს:

"არ ვიცი როგორ, არ ვიცი რანაირად, დამეხმარეთ ყველა, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან, ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, ათასნაირი წერილის მიწერ-მოწერას ითხოვს ბიუროკრატია, სანამ იტალიის კლინიკაში მოხვდება. ამასობაში დრო გადის და შეიძლება დაგვიანებული იყოს. მივმართავ თხოვნით რიგით ადამიანებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ყველას - მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე, დამეხმარეთ გადავარჩინო ანიტა. იქნებ მომცეთ საშუალება პირდაპირი ეთერიდან მიმართვის, ან რაიმე სხვა სწრაფი გზა შემომთავაზოთ.გთხოვთ, ვინც წაიკითხავთ გადააზიარეთ, იქნებ გავანგრიოთ ბიუროკრატიის კედელი. ნუთუ ის თუნდაც ერთი ბავშვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია?!

P.S. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველანაირად გვერდით მიდგას, მაგრამ ეს გზა დროში იწელება, იმ დროში რომელიც არ გვაქვს" - წერს გლურჯიძე.

ანიტა ფაცაცია მძიმე სენს ებრძვის, მას დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. ოჯახის ინფორმაციით, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში, უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცვხა შეუძლიათ - საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE28BG0000000100761966 მიმღები- ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია)

თბს ანგარიში:GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად: პ/ნ 60001030692 ლია ჩხაიძე

LIVE "ნიუსრუმიდან" - ენძელა მაჭავარიანი; ლაშა ტუღუში

საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა - რა ვიცით დაავადებაზე, რომლის ახალი შემთხვევები ცოტა ხნის წინ ჩინეთში დაფიქსირდა

დაკიდეთ სახლში სველი პირსახოცები, ღამით არ გამოიყენოთ ბალიში - რეკომენდაციები ზაფხულის ცხელი დღეებისთვის