ავტორი:

ბესელია ოხანაშვილს ტრიბუნასთან გვერდით მიუჯდა - "მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი"

ბესელია ოხანაშვილს ტრიბუნასთან გვერდით მიუჯდა - "მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი"

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის პროცედურის დაწყების საშუალება არ მისცა.

ბესელია კომიტეტის თავმჯდომარის მაგიდასთან მივიდა და ანრი ოხანაშვილს გვერდით მიუჯდა, რის შემდეგაც ოხანაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო.

მცირე ინციდენტის შემდეგ, ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტზე 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

იქამდე ოხანაშვილსა და ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

"მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი" - ამ სიტყვებით მიმართა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ბესელიამ მის შემცვლელ ოხანაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.

მათ შორის სიტყვიერი კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბესელიამ ოხანაშვილს მიუთითა, რომ იურიდიული კომიტეტი რეგლამენტის დარღვევით ჩაინიშნა სასესიო კვირაში.

"ქალბატონო ეკა, თქვენგან მიჩვეული ვართ შენიშვნებს, რომ თითქოს იურიდიული კომიტეტი რეგლამენტს ხშირად არღვევს. დღეს კომიტეტის სხდომა რეგლამენტის სრული დაცვით ჩაინიშნა. რეგლამენტის შესაბამისად, სასესიო კვირაში ნებადართულია კომიტეტის ჩანიშვნა, თუ მასზე განსახილველი საკითხი არ არის კანონპროექტი. თქვენ პოლიტიკური ინტერესი გაქვთ, ეს თქვენი არჩევანია, თუმცა ობიექტური არ ხართ," - მიმართა ოხანაშვილმა ბესელიას.

ამის შემდეგ ბესელიამ ოხანაშვილს პერსონალური შეფასებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. "პერსონალურ შეფასებებს თავი დაანებე. მე რომ რეგლამენტს ვწერდი, შენ პარლამენტთან მისასვლელ გზებს ეძებდი," - მიმართა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ბესელიამ მის შემცვლელ ოხანაშვილს.

"ბუბა კიკაბიძე კარგი გაგებით პოლიტიკოსი და დიდი ქართველი პატრიოტია" - მიხეილ სააკაშვილი

"ინფორმაციას სირიელი მებრძოლების საქართველოს გავლით გადაადგილებასთან დაკავშირებით, საფუძველი არ გააჩნია" - გრიგოლ ლილუაშვილი

"მარნეულის საკრებულოს წევრმა "ოცნებიდან" ილხამ გასანოვმა მმართველი გუნდი დატოვა და "ნაცმოძრაობას" შეუერთდა" - კირკიტაძე