ავტორი:

"ბუბა კიკაბიძე კარგი გაგებით პოლიტიკოსი და დიდი ქართველი პატრიოტია" - მიხეილ სააკაშვილი

"ბუბა კიკაბიძე კარგი გაგებით პოლიტიკოსი და დიდი ქართველი პატრიოტია" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ბუბა კიკაბიძე "კარგი გაგებით პოლიტიკოსია" და "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში მის პირველ ნომრად შეყვანას მიესალმება.

ამის შესახებ სააკაშვილი "ფეისბუქზე" წერს.

"ბუბა კიკაბიძე მთელმა საბჭოთა რუსეთის თაყვანისმცელთა ბრიგადამ ჩვენს სიაში მტრის აგენტად და ოკუპანტის წარმომადგენლად გამოაცხადა. ადამიანს ზუსტად ის უნდა დააბრალო, რაც არ არის - ეს მათი საყვარელი ხელწერაა!

ბუბა კიკაბიძე მთელს მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის არ არის მხოლოდ მომღერალი და მსახიობი, უფრო მეტიც, ის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე, კარგი გაგებით პოლიტიკოსი და, რაც მთავარია, დიდი ქართველი პატრიოტია.

ბუბა კიკაბიძის პასუხი ყველა რუსეთუმის შეტევაზე მისი სიმღერაა, რომელიც 2008 წელს დაწერა და რომლითაც ის რუსეთის ე.წ. ლიბერალურ შემოქმედებით ინტელიგენციას საბოლოოდ გაემიჯნა" - წერს სააკაშვილი.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom

"მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ გორის მახლობლად დატრიალდა..." - გიორგი გახარია

"შემზარა გუშინდელმა ტრაგედიამ..." - მიხეილ სააკაშვილი გორთან მომხდარ ავარიას ეხმაურება