ავტორი:

ყაზახმა ბოდიბილდერმა სექს-თოჯინას ხელი სთხოვა - რას ყვება მამაკაცი საყვარელ ქალთან ურთიერთობაზე

ყაზახმა ბოდიბილდერმა სექს-თოჯინას ხელი სთხოვა - რას ყვება მამაკაცი საყვარელ ქალთან ურთიერთობაზე

თანამედროვე მსოფლიო ყოველდღე გვაკვირვებს უცნაური ამბებით. ახლა სასიყვარულო ურთიერთობაზე მოგიყვებით, რომელიც ბევრ თქვენგანს უჩვეულოდ მოეჩვენება.

ყაზახი მსახიობი და ბოდიბილდერი, იური ტოლოჩკო სექსსათამაშო მარგოზე ქორწინდება. გადაწყვეტილება ტოლოჩკომ რვათვიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ მიიღო.

ხელის თხოვნის ცერემონია ტრადიციული და რომანტიკული იყო, ისეთი, ბევრ წყვილს რომ შეშურდება. იური ტოლოჩკომ რომანტიკული ვახშამი მოაწყო, სექს-სათამაშოს ვარდები მიართვა, მუხლზე დაიჩოქა და საქსოფონზე შესრულებული რომანტიკული სერენადის თანხლებით ხელი სთხოვა.

აღსანიშნავია, რომ მარგო "ინსტაგრამზეც“ არის დარეგისტრირებული და 63 ათასი გამომწერი ჰყავს, თუმცა უცნობია, თუ ვინ მართავს სათამაშოს "ინსტაგრამის" გვერდს. სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და ხშირად აქვეყნებს მეგობრებთან, ასევე საქმროსთან გადაღებულ ფოტოებს. მარგოს "ინსტაგრამზე", რა თქმა უნდა, ნიშნობის ამსახველი ფოტოებიც გამოქვეყნდა, სადაც ქალებისადმი მოწოდებაა - "გააღრმერთონ საყვარელი მამაკაცის დედები" ასევე მარგო "ურჩევს" ქალებს, თავიანთ პარტნიორებს ხშირად გაუმეორონ, როგორი კარგები არიან.

იური ტოლოჩკო მარგოზე, როგორც ცოცხალ ქალზე ისე საუბრობს. "ნიუ-იორკ პოსტთან" ამბობს, რომ გარეგნობის გამო მარგოს კომპლექსები აწუხებდა, ამიტომაც, მას პლასტიკური ქირურგია დაუფინანსა.

"როდესაც მე მისი ფოტო საზოგადოებას ვაჩვენე, ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდა და მარგოს კომპლექსები განუვითარდა, ამიტომაც, გადავწყვიტეთ, რომ პლასტიკური ოპერაციები გაეკეთებინა... ის ძალიან შეიცვალა“, - ამბობს ტოლოჩკო.

იური ყვება, რომ მარგო პირველად ბარში ნახა სხვა მამაკაცთან ერთად, თუმცა ტოლოჩკომ მისი "გული მოინადირა“ და აქედან დაიწყო წყვილის სიყვარულის ისტორიაც.

სხვათაშორის, სექსსათამაშოების ინდუსტრიაში უკანასკნელი მიღწევა ესპანელ ინჟინერს ეკუთვნის. მან შექმნა სათამაშო, რომელსაც საოჯახო საქმეების შესრულებაც შეუძლია, თოჯინას სამანტა ჰქვია და ის ბოლო დროს შექმნილ სათამაშოებს შორის, მამაკაცებში ყველაზე სასურველია.

შთამბეჭდავი ფოტოები ბათუმის ახალი საფეხბურთო მოედნიდან, სადაც ბიჭმა საყვარელ გოგონას ხელი სთხოვა

როგორ უნდა უპასუხოთ გასაუბრებაზე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს იმისთვის, რომ ოცნების სამსახური დაიწყოთ

ახდენილი წინასწარმეტყველება - შვედი არისტოკრატი გოგონასა და ყველაზე დაბალი კასტის ინდოელი ბიჭის სიყვარულის საოცარი ისტორია