ავტორი:

ახდენილი წინასწარმეტყველება - შვედი არისტოკრატი გოგონასა და ყველაზე დაბალი კასტის ინდოელი ბიჭის სიყვარულის საოცარი ისტორია

ახდენილი წინასწარმეტყველება - შვედი არისტოკრატი გოგონასა და ყველაზე დაბალი კასტის ინდოელი ბიჭის სიყვარულის საოცარი ისტორია

შარლოტა ფონ შედვინი ცისფერთვალება შვედი არისტოკრატი გოგონა გახლდათ, პრადიუმნა კუმარ მაჰანანდი კი - ღარიბი "მიუკარებლების", ინდური საზოგადოების ყველაზე დაბალი კასტიდან. ერთი შეხედვით, დაუჯერებელი იყო ასეთი განსხვავებული ადამიანების დაოჯახება, თუმცა, როგორც ჩვენი ისტორიის მთავარ გმირს სჯერა, ადამიანი საკუთარ გულისთქმას უნდა მიენდოს. სწორედ ამ დევიზით ფრთაშესხმულმა მოხეტიალე ინდოელმა ბიჭმა მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ სიყვარულს საზღვრები არა აქვს.

წინასწარმეტყველება ახდა...

ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1975 წლის 17 დეკემბერს, როდესაც პრადიუმნა ქუჩის მხატვრად მუშაობდა, გვერდით ლამაზმა ლურჯთვალება ქალმა ჩაუარა და თავისი პორტრეტის დახატვა სთხოვა. ეს შარლოტა ფონ შედვინი გახლდათ.

"როდესაც დავინახე, უწონადობის განცდა დამეუფლა. იგი თითქოს ჩემს შიგნით იყურებოდა, როგორც რენტგენის დანადგარი. სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ გრძნობის გადმოსაცემად. მას ისეთი ლურჯი, დიდი მრგვალი თვალები ჰქონდა..." - ასე იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში პრადიუმნა შარლოტასთან შეხვედრას. მას გაახსენდა წინასწარმეტყველებაც - 1949 წელს, როდესაც პრადიუმნა კუმარ მაჰანანდია დაიბადა, მას უწინასწარმეტყველეს, რომ ტრადიციების მიუხედავად, შორეულ ქვეყანაში მცხოვრებ არისტოკრატ ქალზე უნდა დაქორწინებულიყო, რომელიც ჰოროსკოპით კურო იქნებოდა, ფლეიტაზე უკრავდა და ტყეების მფლობელი გახლდათ...

პორტრეტის ხატვა არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც შარლოტას გამოუცხადა, ჩემი ცოლი უნდა გახდეო. გაცნობიდან ერთი თვე გაატარა წყვილმა ინდოეთში, მერე კი შარლოტა თავის ქვეყანაში უნდა დაბრუნებულიყო.

1977 წელს პრადიუმნამ შარლოტას წერილი მისწერა. ეუბნებოდა, რომ მასთან შვედეთში აპირებდა ჩასვლას ველოსიპედით. განშორებამ მასზე ისე იმოქმედა, რომ გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა, იყიდა ერთი ველოსიპედი და ჯიბეში 80 დოლარით ველოსიპედით გაემგზავრა შვედეთში. მაშინ თვითმფრინავით მოგზაურობა მხოლოდ მაჰარაჯებს შეეძლოთ.

პაკისტანი, ავღანეთი, ირანი, თურქეთი და ევროპა პრადიუმნამ ხუთ თვეში გაიარა. მოგზაურობის დასაწყისში, როგორც ვთქვით, მას 80 დოლარი ჰქონდა, თუმცა შვედეთში 800 დოლარით ჩავიდა...

"ძალიან დავიღალე, ფეხები მტკიოდა, მაგრამ სტიმულს მაძლევდა აზრი, რომ მალე საყვარელ ქალს უნდა შევხვედროდი... ხელოვნებამ მიხსნა - გზად პორტრეტებს ვხატავდი. ზოგი ფულს ან საჭმელს მაძლევდა, ზოგი კი - ღამის გასათევს. მე მივდიოდი სიყვარულისთვის".

1977 წლის 28 მაისს პრადიუმნამ ბუროსში ჩააღწია. "ვერ ვლაპარაკობდით. უბრალოდ, ერთმანეთს ჩავეხუტეთ და ბედნიერებისგან ვტიროდით".

ქალიშვილის ბედნიერების გამო მშობლებმა წესები დაივიწყეს და 1979 წელს წყვილი შვედური კანონებით დაქორწინდა. მათ მთელი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნეს. 2014 წელს პრადიუმნას დოქტორის ხარისხი მიანიჭა შვედეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 2005 წელს კი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. 1997 წელს, როდესაც წყალდიდობის გამო პრადიუმნა ვერ ახერხებდა მშობლიური სოფლის მონახულებას, ადგილობრივმა მთავრობამ ვერტმფრენი უქირავა, რომ იქ ჩასვლა შესძლებოდა. გააგრძელეთ კითხვა

"საფრენი" ცოცხი ჩემი ხელით გავაკეთე" - რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელმაც ბავშვობის ოცნება 24 წლის ასაკში აიხდინა

5 პროდუქტი, რომელიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

შთამბეჭდავი ფოტოები ბათუმის ახალი საფეხბურთო მოედნიდან, სადაც ბიჭმა საყვარელ გოგონას ხელი სთხოვა