მიხეილ სააკაშვილი - 2008 წელმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ 100%-იანი პოლიტიკური შემაკავებელი არ არსებობს

მიხეილ სააკაშვილი - 2008 წელმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ 100%-იანი პოლიტიკური შემაკავებელი არ არსებობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს ეწვია. მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ეს არის უზარმაზარი სამხედრო სკოლა ქართველი ჯარისკაცებისთვის.

"2008 წელმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ 100%-იანი პოლიტიკური შემაკავებელი არ არსებობს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ტოტალური თავდაცვა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს გამოცდილება, რადგან ჩვენი ჯარისკაცები მონაწილეობენ სამშვიდობო პროცესში და ამავდროულად ისინი გამოადგებიან თავიანთ ქვეყანას. ჩვენ არათუ უნდა შევწყვიტოთ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა, არამედ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ მოვნახოთ საშუალება, რომ უფრო აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესში და გავდივართ კონსულტაციებს ჩვენს პატრნიორებთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე