ავტორი:

9 წლის გენიოსმა, რომელსაც ბაკალავრის ხარისხი უნდა მიეღო, უნივერსიტეტი დატოვა - ბიჭი ლექტორებს ტყუილში ადანაშაულებს

9 წლის გენიოსმა, რომელსაც ბაკალავრის ხარისხი უნდა მიეღო, უნივერსიტეტი დატოვა - ბიჭი ლექტორებს ტყუილში ადანაშაულებს

9 წლის ბელგიელმა ბიჭმა, რომელიც დეკემბერში მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტდამთავრებული უნდა გამხდარიყო და ბაკალავრის ხარისხი მიეღო, სწავლას თავი დაანება.

განსაკუთრებული ნიჭის წყალობით, ბელგიელმა ლორენ სიმონსმა ერთი თვის წინ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მის შესახებ გავლენიანი გამოცემები წერდნენ.

ლორენი ჰოლანდიაში, ეინთჰოვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ელექტროინჟინერიას სწავლობდა და CNN-ის ცნობით, მას დეკემბერში ბაკალავრის დიპლომი უნდა ჰქონოდა.

ყველასთვის მოულოდნელად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ლორენის მშობლებს უთხრა, რომ ყოველივე შეუძლებელი იყო და რომ დეკემბერში ბიჭი ყველა ფინალური გამოცდის ჩაბარებას ვერ მოასწრებდა და ამას კიდევ შვიდი თვე სჭირდებოდა.

„შეუძლებელია ჩააბაროს უნივერსიტეტის დამამთავრებელი ყველა გამოცდა 26 დეკემბრამდე, ანუ მის დაბადების დღემდე. ამ დროს უკვე ათი წლის იქნება. კიდევ მინიმუმ შვიდი თვეა საჭირო იმისთვის, რომ ბიჭმა ბაკალავრის დიპლომი მიიღოს“, - აცხადებენ უნივერსიტეტში.

ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ ბიჭმა და მისმა მშობლებმა უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს და სასწავლებლის ხელმძღვანელობას მატყუარები უწოდეს.

„ტყუილი, ტყუილი, ტყუილი! ჩემი სასწავლო გეგმა დეკემბერში სრულდებოდა. მითხრეს, რომ წლის ბოლოს დავამთავრებდი. ახლა კი 2020 წლამდე გადაწიეს. ეინდჰოვენის უნივერსიტეტი მსოფლიოს გასულელებას ცდილობს?! აქამდე დეკემბერში შემეძლო დასრულება და ახლა თურმე 7 თვე მჭირდება... მე ვფიქრობ, რომ ისინი ძალიან ბევრს იტყუებიან“, - ამბობს 9 წლის ლორენ სიმონსი.

ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ ბიჭი ელექტროინჟინერიის კიდევ უფრო ღრმად შესწავლას გეგმავდა. ლორენს სამედიცინო სფეროც აინტერესებს.

მისი მშობლები, ლიდია და ალექსანდერ სიმონსები ამბობენ, რომ ბიჭს განსაკუთრებული ნიჭი სკოლის პედაგოგებმა აღმოუჩინეს.

„პედაგოგები გვეუბნებოდნენ, რომ ის ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს, ყველანაირ ცოდნას“, – ამბობს დედა და ხუმრობით იმასაც დასძენს, რომ შესაძლოა ლორენის განსაკუთრებული ნიჭი იმას უკავშირდებოდეს, რომ ორსულობის დროს ბევრ თევზს ჭამდა.

უნივერსიტეტის პროფესორების თქმით, მსგავს შემთხვევასთან საქმე არასდროს ჰქონიათ.

„ლორენი ყველასგან განსხვავდება, წარმოუდგენლად სწრაფად ითვისებს ყველაფერს. ძალიან სწრაფად შეუძლია ურთულესი პროგრამის დაძლევა. მისთვის რთული არაფერია“, – ამბობდა უნივერსიტეტის რექტორი ერთი თვის წინ.

ბიჭი სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, "ინსტაგრამზე" პოპულარობით სარგებლობს. მას 12 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ათი ვაჟის შემდეგ, წყვილს გოგონა შეეძინა - "ახლა ნამდვილად გავჩერდებით..."

"მის მსოფლიო 2019" იამაიკელი გოგონა გახდა - ფოტოები სილამაზის კონკურსიდან

ისლანდიაში თოვლმა მანქანები და სახლები "დამარხა"