ავტორი:

"მის მსოფლიო 2019" იამაიკელი გოგონა გახდა - ფოტოები სილამაზის კონკურსიდან

"მის მსოფლიო 2019" იამაიკელი გოგონა გახდა - ფოტოები სილამაზის კონკურსიდან

"მის მსოფლიო 2019" იამაიკელი მოდელი, ტონი ემ სინგი გახდა. სილამაზის კონკურსზე მეორე ადგილი ფრანგმა ოფელია მეზინომ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ინდოელი სუმან რაოა გავიდა.

"მის მსოფლიო 2019"-ის ტიტულის მქონე იამაიკელი გოგონა პროფესიით ფსიქოლოგია და განათლება ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული.

"მივმართავ იამაიკელ გოგონებს და ასევე გოგონებს მთელს მსოფლიოში - გჯეროდეთ საკუთარი თავის. იცოდეთ, რომ შეგიძლიათ ოცნებების ახდენა", - დაწერა Twitter-ზე ტონიმ მის მსოფლიოს ტიტულის მიღებამდე ერთი დღით ადრე.

აღსანიშნავია, რომ "მის მსოფლიოს" ტიტული იამაიკის წარმომადგენელმა ისტორიაში მეორედ მიიღო.

საქართველო კონკურსზე ნინი გოგიჩაიშვილმა წარადგინა. წელს მის "მსოფლიო 2019"-ს დიდმა ბრიტანეთმა უმასპინძლა.

გასულ კვირას კიდევ ერთი სილამაზის კონკურსი "მის სამყარო" გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც სამხრეთ აფრიკელი გოგონა, ზოზიბინი ტუნზი გახდა.

ამერიკული მედია - უკრაინული თვითმფრინავი ირანის რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო

ყასემ სოლეიმანის ცოლი და ოჯახი - უცნობი ფაქტები აშშ-ს მიერ ლიკვიდირებულ ირანელ გენერალზე

Unian.info - კიევი თვითმფრინავის ჩამოგდების ერთ-ერთ ვერსიად რუსული "ტორ"-ის ტიპის რაკეტის გაშვებას განიხილავს