"ივნისის ძალადობრივი შეტევის შემდეგ, დღეს პარლამენტზე ქიმიური შეტევა ვნახეთ" - არჩილ თალაკვაძე

"ივნისის ძალადობრივი შეტევის შემდეგ, დღეს პარლამენტზე ქიმიური შეტევა ვნახეთ" - არჩილ თალაკვაძე

"რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში მოხდა, სავარაუდოდ, ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე, პარლამენტის წევრებზე" - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ სხდომათა დარბაზში მომხდართან დაკავშირებით განუცხადა.

თალაკვაძის თქმით, თუ რა კვალიფიკაცია უნდა მიეცეს მომხდარს, ამაზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და დადგინდება, რა ნივთიერება იყო და ვინ გამოიყენა.

"სამწუხაროა, რომ ძალადობრივი შეტევის შემდეგ, რომელიც ივნისში ვნახეთ და რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა, დღეს უკვე სავარაუდოდ, ჩვენ ქიმიური შეტევა ვნახეთ პარლამენტზე. რამდენიმე ადამიანი არის მოწამლული, გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ნებისმიერ მცდელობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს კანონის მიხედვით გარანტირებულ მუშაობას, სახელმწიფოს მხრიდან იქნება სათანადო რეაქციები.

„რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, შესვენების შემდეგ პარლამენტი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ იმ საკითხს, რომელიც დღის წესრიგში იყო, განვიხილავთ და შესაბამისად, მივიღებთ კენჭისყრით გადაწყვეტილებებს. პარლამენტის მუშაობას ვერავინ ვერ შეაჩერებს და ვერავინ ვერ დაბლოკავს.

ნებისმიერ მცდელობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს კანონის მიხედვით გარანტირებულ მუშაობას და სახელმწიფო ინსტიტუტს, რა თქმა უნდა, იქნება სათანადო რეაქციები. გთხოვთ ყველას, რომ მშვიდად იყოთ და მშვიდად განაგრძოთ ჟურნლისტური საქმიანობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა დარბაზში არსებული სუნის გამო შეწყდა, რომელიც უმრავლესობის წევრების თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმამ გამოიწვია.

"არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის კიდევ მინიმუმ 3 თანამშრომელი ახორციელებდა" - საია

"ვცადე ცხინვალში ჩასვლა... ტყეში ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე" -  ერეკლე კუხიანიძე   საოკუპაციო ხაზთან  ჩავიდა

"უმკაცრესად დაისჯება ყველა" - 15 წლის მოზარდის საქმეზე გახარია განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციისა და შს სამინისტროებს მიმართავს