ავტორი:

ქეით მიდლტონი დედამთილის გვირგვინით - სენტიმენტალური სტილი, რომელმაც ყველას  დაიანა გაახსენა

ქეით მიდლტონი დედამთილის გვირგვინით - სენტიმენტალური სტილი, რომელმაც ყველას  დაიანა გაახსენა

კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონს რომ ფანტასტიკური სტილი აქვს, ამაზე დიდი ხანია მოდის კრიტიკოსები შეთანხმდნენ. სამოსისა და სამკაულის იდეალური კომბინაციით ის ყოველი გამოჩენისას ახერხებს თაყვანისმცემლების მოხიბვლას.

ქეითის დიპლომატებთან შეხვედრაც არ ყოფილა გამონაკლისი. ამჯერად მთავარი ყურადღება ჰერცოგინიას ულამაზესმა და ძალიან ძვირფასმა სამეფო გვირგვინმა მიიპყრო.

პრინც უილიამის მეუღლე ბუკინგემის სასახლეში დიპლომატებთან შეხვედრის ყოველწლიურ ღონისძიებას დაესწრო. ეს წლის მთავარი ღონისძიებაა, რომელიც საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებში დედოფლის როლს უსვამს ხაზს.

ქეითთან ერთად იყო პრინციც და რა თქმა უნდა, დედოფალი ელისაბედი.

ქეითს ალექსანდრე მაკქუინის გრძელი ხავერდის კაბა ეცვა, რომელიც მან ვერცხლის მბრწყინავ საყურეს შეუსაბამა. მას დედოფალ ელისაბედის მიერ ნაჩუქარი ვერცხლის ყელსაბამი ეკეთა.

საზოგადოებისთვის ყველაზე სენტიმენტალური ქეითის გვირგვინი აღმოჩნდა. ეს გვირგვინი თავდაპირველად დედოფალ ელისაბედს ეკეთა, შემდეგ პრინცესა დაიანას აჩუქა. ქეითს ის ქორწინების დღეს გადასცეს და დღემდე მისთვის გამორჩეულად საყვარელ გვირგვინად რჩება.

რაც შეეხება დედოფალ ელისაბედს, ღონისძიებაზე მას დიზაინერ Angela Kelly-ის თეთრი კაბა ეცვა, რომელსაც თეთრი ხელთათმანები შეუხამა, ეკეთა ზურმუხტის ყელსაბამი და ასევე ზურმუხტისა და მარგალიტის თვლებით გაფორმებული გვირგვინი.

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით