ავტორი:

რუსთავში ავტომობილი 2 ქვეითს დაეჯახა - ერთი ადგილზე გარდაიცვალა

რუსთავში ავტომობილი 2 ქვეითს დაეჯახა - ერთი ადგილზე გარდაიცვალა

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბეტონის ჯებირს დაეჯახა, მანამდე კი ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შედეგად ერთი ახალგაზრდა ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებული მძღოლი კი კლინიკა "რუსთავშია" გადაყვანილი.

"წყალმა გაიტაცა და გვირაბში შეითრია" - ვინ არიან ცაგერელები, რომლებიც ავარიის დროს მანქანით ცხენისწყალში გადავარდნენ

მაშველები ცხენისწყალში ორ მამაკაცს ეძებენ, რომლებიც მდინარეში ავარიის შედეგად გადავარდნენ

"ლაბორატორიულად გრიპის B ტიპი დადგინდა" - ზუგდიდში 22 წლის გოგო გარდაიცვალა