ავტორი:

"წყალმა გაიტაცა და გვირაბში შეითრია" - ვინ არიან ცაგერელები, რომლებიც ავარიის დროს მანქანით ცხენისწყალში გადავარდნენ

"წყალმა გაიტაცა და გვირაბში შეითრია" - ვინ არიან ცაგერელები, რომლებიც ავარიის დროს მანქანით ცხენისწყალში გადავარდნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში ავტოავარიის შედეგად მდინარე ცხენისწყალის არხში გადავარდნილი ორი მამაკაცის ცხედარი უკვე იპოვეს.

მესამე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და არხში გადავარდა. სამივე მამაკაცი სოფელ ჩხუტელის მკვიდრია. ისინი ერთმანეთის მეზობლები იყვნენ.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაპოვნია 68 წლის ჯონი კვირიკაშვილისა და 25 წლის აკაკი მეშველიანის ცხედრები. ადგილობრივების თქმით, მათი ცხედრები მდინარემ ლეჩხუმის მეორე მხარეს, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით გამორიყა. ჯერჯერობით, ვერ ხერხდება 29 წლის თორნიკე ჭიჭინაძის პოვნა.

"მაღალი სიჩქარით მოძრაობდნენ, შეეჯახნენ ჯებირს და გადავარდნენ არხში. ჯებირი მთლიანად მონგრეულია. წარმოუდგენელია, მსუბუქი ავტომობილით, როგორ გაიტანეს... საკმაოდ დაცულია ეს ადგილი და არხი, მაგრამ ისეთი რამ მოხდა, რომ ავტომობილი მაინც ჩავარდა არხში.

მანქანა წყალმა გაიტაცა და გვირაბში შეითრია. მათი ცხედრები მოშორებით იპოვეს ლეჩხუმში. ყველანი ერთმანეთის მეზობლები არიან" - განაცხადა ადგილობრივმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზზე" მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზზე" შეფერხება "დელისზე" გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია

24 წლის მშობიარე ქალის ოჯახი ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს - "საკეისრო კვეთა დაგვიანებით ჩატარდა"