ავტორი:

რა უნდა აჩუქოთ ახალ წელს ზოდიაქოს ნიშნებს

რა უნდა აჩუქოთ ახალ წელს ზოდიაქოს ნიშნებს

საახალწლო სამზადისში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი ახლობლებისთვის საახალწლო საჩუქრების შერჩევაა. ცხადია, საჩუქრებს ადრესატის სქესის, ასაკისა და საქმიანობის მიხედვით არჩევენ, თუმცა ახალ წელს შეგიძლიათ ზოდიაქოს ნიშანიც გაითვალისწინოთ და ახლობლებს, სასარგებლოსთან ერთად, თავშესაქცევი საჩუქრებიც შეურჩიოთ.

ვერძი

ვერძისთვის 2020 წელი ძალიან პროდუქტიული იქნება პროფესიონალური თვალსაზრისით. პროექტები რეალიზდება და შედეგსაც მოიტანს. აჩუქეთ ვერძს ისეთი სუვენირი, რომელიც დაეხმარება, დილით თავი მხნედ იგრძნოს. მაგალითად, ხარისხიანი ჭიქა, რომელიც საახალწლო განწყობასაც შეუქმნის.

კურო

კუროსთვის ძალიან კარგი წელია სამოგზაუროდ, საცხოვრებელი სახლის შესაცვლელად, ან რემონტისთვის. კარგი იქნება, თუ მას სიმბოლურად აჩუქებთ ხის ლამაზ, დეკორატიულ სახლს, რაც სიმყუდროვის და კეთილდღეობის სიმბოლოა.

ტყუპი

მოულოდნელი რომანტიკული შეხვედრა ტყუპების ცხოვრებაში შესაძლოა ბედნიერ კავშირად იქცეს. აჩუქეთ მას კერამიკის საყვარელი ფიგურა, რომელიც რაღაც ამბავს ასახავს.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ბიზნესპროექტი 2020 წელს სერიოზულ მოგებას მოუტანს. აჩუქეთ ამ ნიშანს ორიგინალური, ლამაზი ყულაბა.

ლომი

ლომები ვირთხის წელში თავიანთ შემოქმედებით შესაძლებლობებს წარმოაჩენენ. კარგი საჩუქარი იქნება მაგიდაზე დასადგამი ლამაზი ფიგურა.

ქალწული

ქალწულებს გაუმართლებთ პირად და პროფესიულ საქმიანობებში. შეურჩიეთ საჩუქარი მისი პროფესიის მიხედვით.

სასწორი

სასწორებს მშვიდი წელი ექნებათ. იდეალური დროა დაუსრულებელი საქმეების დასამთავრებლად. ინტერიერის ნივთები მის სახლში კომფორტულ ატმოსფეროს შექმნის დასვენებისთვის და წარმატებას მოიზიდავს.

მორიელი

მორიელს ფინანსურ საქმეებში ელის წარმატება. მათ პერსპექტიული წინადადებები ელით. შეგიძლიათ აჩუქოთ ორგანაიზერი, ლამაზი ბლოკნოტი ან დეკორატიული ლამაზი შანდალი, რომელიც მას მუშაობის დროს, სიმყუდროვის შეგრძნებას მოჰგვრის.

მშვილდოსანი

მშვილდოსნის მიზანმიმართულობა კარგი შედეგით დასაჩუქრდება. აჩუქეთ მას მანქანის ფორმის ნაძვის ხის სათამაშო, რაც გაახსენებს, რომ წინ დიდი გზა აქვს გასავლელი.

თხის რქა

წარმატებული პერიოდია პროფესიასა და პირად ცხოვრებაში. გაუხარდებათ ნებისმიერი ლამაზი დეკორის ნივთი.

მერწყული

მერწყულებს შთაგონება ექნებათ ახალი აღმოჩენებისა და მოგზაურობისთვის. შეგიძლიათ აჩუქოთ მოგზაურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სუვენირი.

თევზი

თევზები მიხვდებიან, რომ ბედნიერება მათ ხელშია. აჩუქეთ მათ ანგელოზის ფიგურა.

ამ ლამაზი საჩუქრების შეძენას "ბიბლუსი გალერეაში" შეძლებთ!

"გამოგვყარეს ქუჩაში, ჩალის ფასად ჩაიგდეს სახლი..." - საქართველოში, ბოლო 10 თვეში ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს უძრავი ქონება

17 დეკემბრიდან ტემპერატურა მოიმატებს - ერთი კვირის ამინდის პროგნოზი

18 დეკემბერს საახალწლო HR Night გაიმართება