მზია კვირიკაშვილი გარდაიცვალა

მზია კვირიკაშვილი გარდაიცვალა

ქართული ესტრადის მსახიობი, "სიცილის დედოფლად" წოდებული მზია კვირიკაშვილი დღეს თბილისში გარდაიცვალა.

მზია კვირიკაშვილი 7 ივნისს აშშ-დან მძიმე ავადმყოფობის გამო დაბრუნდა. მსახიობი შეერთებულ შტატებში შეუძლოდ გახდა. მას ღვიძლის სიმსივნე დაუდგინეს. იმის გამო, რომ აშშ-ში მკურნალობისთვის სათანადო სახსრები არ არსებობდა, მსახიობი მისივე დაჟინებული მოთხოვნით, საქართველოში საკუთარ სახლში დაბრუნდა.

მზია კვირკაშვილი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ესტრადაზე. იყო წარმატებული პროექტის - ”იუმორინას” ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე და თანაავტორი.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"