ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჯართან დაკავშირებული განცხადება ჯარს არ ეხებოდა - პრეზიდენტის განმარტება

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჯართან დაკავშირებული განცხადება ჯარს არ ეხებოდა - პრეზიდენტის განმარტება

ჩემი ის გამოსვლა არანაირად არ ეხებოდა ჯარს, იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა, რომელიც რიტორიკაში იხმარება - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც განმარტა მის მიერ რამდენიმე დღის წინ ჯართან დაკავშირებული განცხადება.

"ის ჩემი გამოსვლა, რომელიც იყო სრულიად კულტურულ სივრცეში და კულტურული ინსტიტუტების მონაწილეობით იმისთვის, რომ შეგვექმნა და შევქმენით კიდევაც საკოორდინაციო ცენტრი, არანაირად არ ეხებოდა ჯარს, იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ", - განმარტა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ცნობილი განცხადება რამდენიმე დღის წინ სამეცნიერო წარმომადგენლებთან სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა", - ამბობდა ზურაბიშვილი.

"არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის კიდევ მინიმუმ 3 თანამშრომელი ახორციელებდა" - საია

"ვცადე ცხინვალში ჩასვლა... ტყეში ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე" -  ერეკლე კუხიანიძე   საოკუპაციო ხაზთან  ჩავიდა

"უმკაცრესად დაისჯება ყველა" - 15 წლის მოზარდის საქმეზე გახარია განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციისა და შს სამინისტროებს მიმართავს