ავტორი:

მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანზე" მამაკაცი ლიანდაგზე ჩავარდა - მგზავრებმა მისი ამოყვანა მოასწრეს

მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანზე" მამაკაცი ლიანდაგზე ჩავარდა - მგზავრებმა მისი ამოყვანა მოასწრეს

მეტროსადგურ „ვაგზლის მოედნის“ მეორე ხაზზე, მატარებლის ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, მამაკაცი ბაქანზე მდგომმა მგზავრებმა, მატარებლის მოსვლამდე ამოიყვანეს.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პირს შემთხვევის შედეგად დაზიანებები არ მიუღია და ის შემთხვევის ადგილიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს.

“როგორც ამბობენ, მემანქანისთვის დროულად მოხერხდა მომხდარის შესახებ სიგნალის გადაცემა და მატარებელი გააჩერეს, ამასობაში კი ხალხმა მოახერხა და მამაკაცი ბაქანზე ამოიყვანა“ - განაცხადა მგზავრმა.

წაიკითხეთ: ქართველი ექიმის გმირობა მოსკოვში - ქალმა მოხუცი საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა სიკვდილს

"რამდენიმე დღე ძილში გვეყოლება" - როგორ ჩაიარა ცოტნე გამსახურდიას მორიგმა ოპერაციამ

ავარია აეროპორტთან: ყვითელი სამარშრუტოს და სატვირთოს შეჯახებას მგზავრი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

გურჯაანის მერი, რომელიც თბილისში, "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე მოდიოდა, ავარიაში მოჰყვა