ავტორი:

ავარია აეროპორტთან: ყვითელი სამარშრუტოს და სატვირთოს შეჯახებას მგზავრი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

ავარია აეროპორტთან: ყვითელი სამარშრუტოს და სატვირთოს შეჯახებას მგზავრი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

აეროპორტის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მანქანა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად, ერთი მგზავრი დაიღუპა რამდენიმე დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სასწრაფო დახმარების სამსახურში სააგენტოს განუცხადეს, რომ 12 დაშავებული მოქალაქე სხვადასხვა სავადმყოფოშია გადაყვანილი. სამარშრუტოს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანზე" მამაკაცი ლიანდაგზე ჩავარდა - მგზავრებმა მისი ამოყვანა მოასწრეს

გურჯაანის მერი, რომელიც თბილისში, "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე მოდიოდა, ავარიაში მოჰყვა

თურქეთიდან გასაყიდად შემოტანილ კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს