ავტორი:

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ მარკი ყოველთვის ინტერესის ობიექტია და მის ცხოვრებაზე ბევრი რამ ვიცით, მაინც რჩება უცნობი, უჩვეულო და საინტერესო ფაქტები, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, არ გსმენიათ.

ვნახოთ, უჩვეულო ფაქტები მარკის შესახებ და გავიგოთ, რა ახირებები აქვს მილიარდერს:

მარკს ჰყავს რობოტი, რომელსაც მორგან ფრიმენის ხმა აქვს - რობოტს ყველაფრის გაკეთება შეუძლია - სადილის მომზადებით დაწყებული, შუქის ჩართვა-გამორთვით დამთავრებული. გარდა ამისა, მას შეუძლია დარეკვა, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, ასევე რობოტი მარკის ქალიშვილს ჩინურ ენას ასწავლის.

მარკი ხორცს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა - 2017 წელს ცუკერბერგმა თქვა, რომ მიირთმევს მხოლოდ იმ ცხოველის ხორცს, რომელიც თავად მოკლა და შემდეგ ხორცი თვითონვე დაამუშავა. 2011 წელს მან "ფეისბუქზე“ პოსტიც კი დაწერა იმის შესახებ, რომ ღორი და თხა მოკლა.

ის თავისუფლად ფლობს მანდარინს (ჩინურ ენას) - ცუკერბერგი დაქორწინებულია თავის ჰარვარდელ კურსელ, წარმოშობით ჩინელ, პრისცილა ჩანზე. პრისცილა ბოსტონში დაიბადა და ცხადია, კარგად საუბრობს ინგლისურად, თუმცა იმისთვის, რომ ცოლის ჩინელ ნათესავებსა და მშობლებთან კომუნიკაცია შესძლებოდა, მარკმა მანდარინი ისწავლა. რა თქმა უნდა, ამ ურთულესი ენის სწავლის დროს იცოდა, რომ ბიზნეს საქმიანობაში გამოადგებოდა. მარკი ამბობს, რომ თუ გინდა ამა თუ იმ ერის კულტურა შეიცნო, პირველ რიგში, მათი ენა უნდა ისწავლო. ჩინური კულტურის გაგება კი მარკისთვის პრიორიტეტული იყო. როგორც NBC წერს, ცუკერბერგის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ "ფეისბუქმა“ ჩინეთიც "დაიპყროს".

მარკი პრისცილას ჰარვარდში, აბაზანაში შეხვდა - თუმცა ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ. მარკი და პრისცილა ერთმანეთს ჰარვარდში, იმ დერეფანში შეხვდნენ, სადაც სააბაზანოებია განთავსებული.

ცუკერბერგი ატარებს მაისურებს, რომლებიც ასობით დოლარი ღირს - მარკის მაისურებზე ლეგენდები დადის. ალბათ, თავადაც წაგიკითხავთ სტატიები იმის შესახებ, რომ მილიარდერი უბრალო და იაფფასიან მაისურებს იცვამს. სინამდვილეში, მარკის მაისურები არც უბრალოა და არც იაფფასიანი. მაისურებს სპეციალურად ცუკერბერგისთვის იტალიელი დიზაინერი, ბრუნელო კუჩინელი კერავს და თითოეული მათგანის ფასი 300-დან 400 დოლარამდეა. 2011 წელს GQ-მ მარკი ყველაზე ცუდად ჩაცმულ მამაკაცად დაასახელა, თუმცა ის გემოვნების შეცვლას არ აპირებს.

"ფეისბუქის“ მთავარი ფერი ცისფერი იმიტომ არის, რომ მარკი ფერებს ვერ არჩევს - ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არის ცისფერი Facebook-ის მთავარი ფერი? ეს იმიტომ, რომ მარკი სხვადასხვა ფერებს ვერ არჩევს. მას შავისა და თეთრის გარდა, მხოლოდ ლურჯის დანახვა შეუძლია. "ცისფერი ჩემთვის მთავარი ფერია, მე ყველაფერს ცისფერში ვხედავ“, - უთხრა მარკმა "ნიუ იორკერს“. ამავე გამოცემასთან ინტერვიუში მარკი აღნიშნავს, რომ მისი სახლის ინტერიერის მთავარი ფერიც ცისფერი და მისი სხვადასხვა ელფერია. განსხვავებულ ფერშია მხოლოდ სამზარეულო. ცუკერბერგის სამზარეულო ყვითელია.

მარკს შავი "აკურა" ჰყავს - ეს მისი საყვარელი მანქანაა. ცუკერბერგი ასევე ფლობს Volkswagen GTI-ს. ორივე მანქანის ფასი ერთად, დაახლოებით, 30 ათასი დოლარია.

პრისცილას საქორწინო ბეჭდის დიზაინი მარკმა თავად შექმნა - მარკი ნიჭიერი მხოლოდ კომპიუტერულ პროგრამირებაში არ არის. როდესაც პრისცილაზე ქორწინდებოდა, საცოლეს საკუთარი დიზაინით შექმნილი ბეჭედი აჩუქა. ბეჭედი ლალისთვლიანია. მარკი მას "უბრალო ბეჭედს“ უწოდებდა, თუმცა, როგორც გაირკვა, ამ "უბრალო ბეჭდის“ ღირებულება 25 ათასი დოლარია.

როგორი იქნებოდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ცხოვრება, პრინცესა დაიანას რომ ეცოცხლა - ნამუშევრები, რომლებსაც უემოციოდ ვერ ნახავთ

გიორგი ფარეშიშვილს ლეიკემიის დასამარცხებლად საზოგადოების თამადგომა სჭირდება

როგორი სახლი დახვდა კალიფორნიელ ქალს იტალიაში, რომელმაც ის ერთ დოლარად შეიძინა - "სახლები შვილებისთვისაც ვიყიდე და მეგობრებიც წამოვიყვანე" (ფოტოები)