ავტორი:

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ მაგისტრანტებს საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის უფასოდ მოამზადებს

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ მაგისტრანტებს საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის უფასოდ მოამზადებს

საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მზადება სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის, გაზაფხულიდან კი მაგისტრანდები ამ პროცესში სრული დატვირთვით ჩაერთვებიან.

გასული წლის მსგავსად, „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერისტეტმა“ გადაწყვიტა, 2020 წლის სამაგისტრო გამოცდებისთვის მაგისტრანტებს კვლავაც საჩუქარი გაუკეთოს.

უფრო კონკრეტულად, უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგი ჩატარდება, რომელსაც მსურველები სრული დაფინანსებით გაივლიან.

ტრენინგები B ტიპის ტესტში, მოსამზადებლად სწორედ ყველაზე აქტიურ პერიოდში, 2020 წლის მარტიდან დაიწყება და გამოცდებამდე გაგრძელდება.

„ტრენინგი მოიცავს გამოცდით მოთხოვნილი ყველა ტიპის დავალებების და სავარჯიშოების ამოხსნის ხერხებს, აკადემიური ტექსტების კითხვის სტრატეგიებს და სწორი პასუხების სწრაფად მიგნების გზებს; აკადემიური ტიპის ნაშრომების შედგენის პრინციპებსა და „ანალიტიკური წერის“ ნაწილის ყველა დეტალს“, - განმარტა „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ენუქიძემ.

საერთო სამაგისტრო გამოცდა მოიცავს წაკითხულის გააზრების, ანალიტიკური წერის, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტებს. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, ტრენინგის ფარგლებში, ოთხივე კომპონენტს 8 საათი დაეთმობა.

როგორც „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, ტრენინგში ჩართვის მსურველებს არ ექნებათ არანაირი ვალდებულება, გამოცდების გავლის შემდეგ, სწავლა სწორედ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში გაარძელონ.

„მათ ექნებათ საშუალება, არჩევანი თავად გააკეთონ. ჩვენ უბრალოდ, ნებისმიერ მსურველს ვთავაზობთ ტრენინგს, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდებში სასურველი შედეგის მისაღებად დაეხმარებათ“, - განმარტავს ნინო ენუქიძე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებამდე უნივერსიტეტის ტრენინგის ფარგლებში 857 სტუდენტი გადამზადდა.

თბილისში სასტუმრო Heritage Hotel & Suites გაიხსნა

როგორ ავარჩიოთ ტკივილგამაყუჩებელი? - ნევროლოგის რჩევები

არქი თაუერი EBRD-მა საუკეთესო ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსად დაასახელა