ავტორი:

"უწინ იტანდნენ რაღაცეებს, უფრო რთული იყო ქალის ცხოვრება..." - ნანი ბრეგვაძე ოჯახურ იდილიაზე

"უწინ იტანდნენ რაღაცეებს, უფრო რთული იყო ქალის ცხოვრება..." - ნანი ბრეგვაძე ოჯახურ იდილიაზე

"ძალიან მშვიდი, ნორმალური და ჰარმონიული ოჯახი მაქვს! სულ სიმღერაა, სიყვარული და მხიარულება! არასოდეს არის სხვისი ლანძღვა და გინება. ბავშვს ასეთი რამ სახლში არ უნდა ესმოდეს! მე არ მახსოვს, დედაჩემს ჩემთვის ეთქვას ვინმე მომღერალზე ცუდი. ასე წყნარად ვიზრდებოდი და თავადაც არასოდეს არავინ გამილანძღავს"... - ნანი ბრეგვაძე თავის ოჯახურ იდილიაზე გვესაუბრა...

- რომელი ტრადიციაა, რომელსაც თქვენს ოჯახში მუდმივად ინარჩუნებთ?

- ვცდილობ, ქართული ტრადიციები შევინარჩუნო, მაგრამ დრო ჩემზე ძლიერია. თუმცა, რასაც პატარაობიდან ჩაუნერგავ ბავშვებს, ის გონებაში კარგად ილექება! შეიძლება იმ წუთში ყურს არ გიგდებდნენ, მაგრამ გავლენას მაინც ახდენს... წესიერება უნდა იყოს ქვეყანაზე და ოჯახში - მით უმეტეს!

მე როდესაც შვილიშვილები – ორი ბიჭი გამიჩნდა, ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე რა მეშველება როგორ უნდა გავზარდო-მეთქი... დედაჩემმა დამამშვიდა, ნურაფრის გეშინია, როგორც წაიყვან შენს ცხოვრებას, რასაც ოჯახში ხედავენ ბავშვები, იმავეს იმეორებენო... სწორედ ასეა, ოღონდაც ნამდვილად ისე უნდა მოსდევდეს ოჯახს და არ უნდა თამაშობდე! ყველაზე მთავარია თავად იყო კეთილშობილი და წესიერი ადამიანი!

ზოგჯერ გადასარევი ოჯახებია, მაგრამ არ უმართლებთ... ეტყობა ბავშვებს რაღაც აკლიათ - ყურადღება და სიყვარული... როდესაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს შორდება, ეს ბავშვისთვის ძალიან დიდი ტრამვაა.

ახლა თავისუფლად თხოვდებიან და თავისუფლად შორდებიან. ასე არ უნდა იყოს და ცოტა რაღაც უნდა გადაიტანო. უწინ იტანდნენ რაღაცეებს, უფრო რთული იყო ქალის ცხოვრება, ბევრ საშინელ სიტუაციას უძლებდნენ, მაგრამ თავს უფლებას არ აძლევდნენ დაეტოვებინათ და დაენგრიათ ოჯახი...განაგრძეთ კითხვა

"თავის დროზე ჩემმა მეუღლემ მომხიბლა იოგათი... დღეში რამდენჯერმე ვვარჯიშობდი, თავზეც ვდგებოდი" - ნანი ბრეგვაძე ახალგაზრდობის საიდუმლოს ამხელს

ყველაზე მდიდარი პოპულარული ქართველი ქალები - ფული, კარიერა და მდიდარი მშობლები...

კლაუდია შიფერი 50 წლის გახდა -  როგორ გამოიყურება მოდელი, რომელსაც სჯერა, რომ ადამიანი შეიძლება ნებისმიერ ასაკში ლამაზი იყოს (ფოტოები)