ავტორი:

"თავის დროზე ჩემმა მეუღლემ მომხიბლა იოგათი... დღეში რამდენჯერმე ვვარჯიშობდი, თავზეც ვდგებოდი" - ნანი ბრეგვაძე ახალგაზრდობის საიდუმლოს ამხელს

"თავის დროზე ჩემმა მეუღლემ მომხიბლა იოგათი... დღეში რამდენჯერმე ვვარჯიშობდი, თავზეც ვდგებოდი" - ნანი ბრეგვაძე ახალგაზრდობის საიდუმლოს ამხელს

არსებობენ ვარსკვლავები და არსებობენ ლეგენდები. ქართული სცენის ლეგენდა ნანი ბრეგვაძე 84 წლის გახდა. დაბადების დღეს მომღერალი ზღვაზე შეხვდა ოჯახის წევრებთან ერთად. "კვირის პალიტრა" ულოცავს ქალბატონ ნანის დაბადების დღეს. ინტერვიუში მის განვლილ დღეებზე, შეხედულებებზე, ძვირფას ადამიანებსა და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ.

- როგორ ატარებთ პანდემიურ ზაფხულს?

- ვცდილობთ ყველა რეკომენდაციის დაცვას, მაგრამ ამ ბოლო დროს, ცოტა არ იყოს, გავთამამდით... ახლა გონიოში ვართ, ზედ ზღვის სანაპიროზე. პირამიდას ეძახიან ამ სახლს, რომელიც თავის დროზე მე, ბუბამ და სოფიკო ჭიაურელმა ავაშენეთ. ბუბამ დიდხანს იცოცხლოს, სოფიკო კი ძალიან მენატრება... ვინღა დავრჩით... შაბათობით მიცვალებულებს რომ ვიხსენიებ, უნდა ნახოთ, რამხელა სიას ვწერ...შესანიშნავი გარემოა, ზღვით ასეთი კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვარ. აქაურობას ვეღარ ვშორდები, უკვე თვეა, აქ ვარ. ნატალიაც აქ არის, ეკაც. მოწყენის დრო - არა, მაგრამ ფიქრის დრო ბევრი მაქვს...

- ყველაზე ხშირად რაზე გეფიქრებათ?

- შვილებსა და ქვეყანაზე ვფიქრობ და ვლოცულობ. პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას თავისი კვალი დაატყო, თუმცა თანდათან სიტუაცია იცვლება... ვცდილობ სასურველი გარემო შევიქმნა, კარგზე ვიფიქრო. არ გვინდა ქიშპობა, ქილიკი. სიკეთე უნდა აკეთო და კარგად იქნები - ეს ფორმულა, საუკუნეებია, უცვლელია.

- ცურვა გიყვართ?

- ძალიან დიდი ხნის წინ ვიხრჩობოდი, მაგრამ მას შემდეგ შიში დავძლიე. არ ვარ მშიშარა ადამიანი, მაგრამ ბოლო ხანებში შორს ვეღარ გავდივარ. მთავარია, წყალში ვიდგე და იქვე ვვარჯიშობ. დილას ადრე ვიღვიძებ და იოგას სუნთქვით ვარჯიშებსაც ვაკეთებ.

- იოგამ როდის დაგაინტერესათ?

- დიდი ხნის წინ. დღეში რამდენჯერმე ვვარჯიშობდი, თავზეც ვდგებოდი, მერე კი დამეზარა. ახლა თავზე რომ დავდგე, ვეღარავინ ამაყენებს, მაგრამ რამდენიმე მარტივ ვარჯიშს ყოველთვის ვაკეთებ. თავის დროზე ჩემმა მეუღლემ მომხიბლა იოგათი. მხოლოდ მე კი არა, მთელი "ორერა" აიყოლია. ის ხშირად გვაკითხავდა გასტროლებზე და ბიჭებსაც ავარჯიშებდა. ვფიქრობ, იოგას დამსახურებაა, ყელის იოგები რომ გამიმაგრდა, თუმცა, ალბათ, ეს გენეტიკის "ბრალიცაა". გაგრძელება

კახა კალაძე და ყოფილი ფეხბურთელები წყნეთის წვეულებაზე - ფოტოები ბიზნესმენის იუბილედან

ბრედ პიტის ახალი სიყვარული- მსახიობი 27 წლის პოლონელ მოდელზეა შეყვარებული

"გვითხრა, სიამოვნებით ვუერთდები თქვენს კამპანიასო" - თენგიზ ცერცვაძეს ისტორიულ-რომანტიკულ ფანტასტიკაში გადაიღებენ