ავტორი:

"მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა" - ჯენიფერ ანისტონი და ბრედ პიტი წვეულებაზე ერთად "გამოიჭირეს"

"მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა" - ჯენიფერ ანისტონი და ბრედ პიტი წვეულებაზე ერთად "გამოიჭირეს"

ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, ბრედ პიტი არაერთ ქალთან დააწყვილეს. ჰოლივუდის ვარსკვლავს ყოველ დღე ახალ რომანტიკულ პარტნიორს უკავშირებენ, თუმცა დაზუსტებით დასავლური ყვითელი პრესა ვერაფერს წერს.

ამჯერად, ახალი ინფორმაცია გავრცელდა ბრედისა და მისი ყოფილი ცოლის, ჯენიფერ ანისტონის შესახებ.

გამოცემა the People წერს, რომ ჯენიმ და ბრედმა წინასაშობაო წვეულება ერთად გაატარეს. წვეულება ანისტონმა ლოს ანჯელესში, თავის სახლში მოაწყო. სტუმრებს შორის იყვნენ ქეით ჰადსონი, ჯიმი ქიმელი და ასევე, მისი ყოფილი ქმარი, ბრედ პიტი.

როგორც გამოცემა წერს, ანისტონი ყოველთვის მართავს შობის წინ წვეულებას და მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს ეპატიჟება.

"მას შემდეგ, რაც ბრედი ანჯელინას დაშორდა, ჯენიფერსა და ბრედს შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. როცა პიტი და ჯოლი ქორწინებაში იყვნენ, ბრედი ყოფილ ცოლთან მეგობრობას ვერ ახერხებდა, რადგანაც ანჯელინას მწვავე რეაქცია ჰქონდა.

ახლა ბრედი და ჯენიფერი საკმაოდ ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა მათი ურთიერთობა მეგობრულ ჩარჩოებს არ სცდება“, - ეუბნება წყარო the People-ს.

ჯენიფერ ანისტონისა და ბრედ პიტის გულშემატკივრებს არ სჯერათ, რომ წყვილს მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და წერენ, რომ "მიძინებულმა სიყვარულმა გაიღვიძა“ და რომ ყოველივეს წყვილი მალე დაადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ წვეულებას ესწრებოდა მსახიობი გვინეტ პელტროუც, რომელსაც ბრედ პიტი ჯენიფერ ანისტონამდე სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა.

როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ლიზა ბაგრატიონის ერთადერთი ვაჟი, რომელიც მომღერალს ცნობილი ექიმისგან ჰყავს

"მოქეიფე ვერელი ბიჭი დედას ოჯახს არ მოსწონდა და ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ" - ჯანსუღ კახიძის ქალიშვილი მამაზე უცნობ ისტორიებს ყვება

"ვფიქრობ, ამ კლიპის სახით საზაფხულო ჰიტი გამოცხვა" - ნოდიკო ტატიშვილი ახალ ნამუშევარსა და პანდემიის რთულ პერიოდზე