ავტორი:

5 საუკეთესო საჩუქარი, თუკი Secret Santa ხარ

5 საუკეთესო საჩუქარი, თუკი Secret Santa ხარ

ყველაზე მხიარული წელიწადის დრო უფრო და უფრო აქტიურ ფაზაში გადადის, სამსახურშიც საჩუქრების გაცვლა უკვე დაიწყო.Secret Santa-ს ტრადიციას სადღესასწაულო სიხარული მოაქვს განურჩევლად ყველა ასაკის ადამიანში. ამ დროს, ბედნიერი ხარ, საჩუქრის არა მარტო მიღებით, არამედ გაცემითაც. ადრესატისთვის საჩუქრის შერჩევა სასიამოვნო პროცესად იქცევა ხოლმე.

გიზიარებთ ტოპ 5 საუკეთესო საჩუქარს „Secret Santa“-ებისთვის.

1. ლიტერატურული კალენდარი

თუკი წიგნების განსაკუთრებულად მოყვარული ადამიანის სანტა ხარ და იცი მისი გამორჩეულად საყვარელი მწერლისა თუ პოეტის სახელი, მაშინ ეს საჩუქარი სწორედ რომ ყველაზე მეტად გაახარებს ადრესატს. ლიტერატურული კალენდარი, გარდა კონკრეტულ თვეში დაბადებული ცნობილი პიროვნების შესახებ ინფორმაციისა, ინსპირაციის მომცემიც არის, ვინადაინ ყველა თვეს და ყველა გვერდს ამშვენებს ისეთი ციტატები, რაც სტიმულს მისცემს მის მფლობელს, მაშინ როცა ყველაზე მეტად ესაჭიროება ეს, ამაზე უკეთესს რას იპოვი? კრეატიულია, ინფორმაციული და ამავდროულად საინტერესო.

2. სამაგიდო კალენდარი განსაკუთრებით საქმიანი კოლეგებისთვის

შენი კოლეგა ძალიან დატვირთულია სამუშაო დღის განმავლობაში და სულ მუდამ „დედლაინებზე“ წუწუნებს? გამოსავალი საკმაოდ მარტივია, სამაგიდო კალენდარი არ მისცემს მნიშვნელოვანი თარიღებისა და დღეების დავიწყების საშუალებას, მისი დახვეწილი დიზაინი კი ნებისმიერი საოფისე ინტერიერის მაგიდას დაამშვენებს.

3. ლაურა მილნეს "როგორ დავისვენოთ"

„თვალები დახუჭე, ღრმად ჩაისუნთქე და მოეშვი!“ - აი რა სჭირდება წლის ბოლოს გადაღლილ ადრესატს, თუმცა ურიგო არც თვითონ Secret Santa-ებისთვისაც არის. დასვენება უნდა ისწავლო! სხეულის ბოლომდე მოდუნება და გონების დასვენება გულის მუშაობას ანელებს, სუნთქვის სიხშირესა და არტერიულ წნევას ამცირებს, კუნთების დაძაბულობას ხსნის და ორგანიზმის მიერ ჟანგბადის მოხმარებასაც არეგულირებს. რამდენიმე მარტივმა მეთოდმა და ტექნიკამ, შესაძლოა, შენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოს. წიგნში ბევრი რჩევა, დამამშვიდებელი მეთოდი და აქტივობაა მოცემული. ყველაფერი ის, რაც შინაგანი სიმშვიდისა და კმაყოფილების მიღწევაში დაგეხმარება!

4. ანა ბარნსი „როგორ ვიყოთ ბედნიერი“

თანამედროვე სამყაროს ტემპი ყოველდღიურად იზრდება და, შესაბამისად, ჩვენ მიმართ მოთხოვნებიც იმატებს: უნდა მიაღწიო მეტს, იყო უკეთესი და უფრო შრომისმოყვარე! ამ ყოველივეს ფონზე ხშირად გვავიწყდება, რომ აუცილებელია, ვფლობდეთ სულიერ სიმშვიდეს და ვიყოთ ბედნიერები. როდესაც ბედნიერი ხარ, ამას შენ გარშემო ყველა ამჩნევს, მაგრამ ჩნდება კითხვა: როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას? ცხადია, მცირედი დახმარებითა და ინსპირაციით შესაძლებელია ყოველდღიურობაში პოზიტიური მუხტისა და მეტი მხიარულების შეტანა. ამ წიგნში გელოდებათ რჩევები და აქტივობები, რომლებიც დაგეხმარებათ, ყოველი დღე უფრო ბედნიერად გაატაროთ, ცხოვრება კი მხიარული და ნათელი გახადოთ.

5. საქმიანი დღიური

და ბოლოს, იმისათვის რომ წელი დაგეგმო სწორად, არ დაგავიწყდეს მნიშვნელოვანი თარიღები და შეხვედრები, შეუდგე ახალი მიზნების განხორციელებას, დაგჭირდება საქმიანი დღიური, რომელიც შენი ყოველდღიური „რუტინის“ განუყოფელი ნაწილი გახდება. კომპაქტური, სადა, შენთვის სასურველ ფერში წარმოდგენილი საქმიანი დღიური ამ პრობლემას მარტივად გადაგიჭრის, იდეალური სასაჩუქრე იდეაა, როგორც ადრესატისთვის, აგრეთვე, უშუალოდ, ყველა Secret Santa-სთვის.

19 დეკემბერს რამაზ გიგაურის „წარმატების 365 გასაღების“ მეოთხე ტომი გამოვა

"სრულიად ახალი თაობა დაიმკვიდრებს თავისუფლების ქვეყანაში - თავისუფალი მონური აზროვნებისგან" - "ბიბლიის განმარტებების" მთავარი რედაქტორის ბლოგი

თსუ-ში "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის"  გამარჯვებული წიგნების წარდგენა გაიმართება