ავტორი:

19 დეკემბერს რამაზ გიგაურის „წარმატების 365 გასაღების“ მეოთხე ტომი გამოვა

19 დეკემბერს რამაზ გიგაურის „წარმატების 365 გასაღების“ მეოთხე ტომი გამოვა

19 დეკემბერს მკითხველი ჟურნალ გზასთან ერთად, რამაზ გიგაურის „წარმატების 365 გასაღების“ მეოთხე ტომს მიიღებს.

მწერალი, ტრენერი და ასტროლოგი რამაზ გიგაური საქართველოში თვითგანვითარებისა და სამოტივაციო წიგნების ჟანრში ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. მისი წიგნი „წარმატების 365 გასაღები“ პირველად 2014 წელს გამოიცა და მან თავიდანვე შეძლო მკითხველის დაინტერესება.

„წარმატების 365 გასაღების“ შესახებ ჩემი პედაგოგისგან გავიგე. იმ პერიოდში, ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი იყო. ვიცვლიდი პროფესიას. ეს წიგნი ძალიან დამეხმარა, რომ დამეგეგმა თითოეული დღე ჩემი მიზნის მისაღწევად", - ამბობს ერთ-ერთი მკითხველი ნინი იკაშვილი.

როგორც წიგნის ავტორი აცხადებს, ამჯერად წიგნი სამუშაო რვეულის სახით გამოვიდა, სადაც ბევრი პრაქტიკული სავარჯიშო, ყოველდღიური რეკომენდაციები, ანტისტრესები და ცნობილთა გამონათქვამებია თავმოყრილი.

„წარმატების 365 გასაღები“ არის იმის შესახებ, თუ როგორ შევიცვალოთ უკეთესობისკენ, მივაღწიოთ წარმატებას, ავისრულოთ ოცნებები, მივაღწიოთ ჰარმონიას ადამიანებთან ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში და რაც ყველაზე მთავარია, გავხდეთ ბედნიერი.

„შემთხვევა შემთხვევით არ ხდება" - სწორედ ეს გახლავთ წიგნის მთავარი პათოსი, შესაბამისად 365 გასაღებიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ წელიწადის ყოველი დღე წარმატების მიღწევის უდიდესი შანსია.

შეგახსენებთ, რომ "წარმატების 365 გასაღები" 12 ნაწილად, ყოველ თვე გამოდის. მისი სპეციალური ფასია 5.50, ჟურნალთან ერთად, 7 ლ.

"სრულიად ახალი თაობა დაიმკვიდრებს თავისუფლების ქვეყანაში - თავისუფალი მონური აზროვნებისგან" - "ბიბლიის განმარტებების" მთავარი რედაქტორის ბლოგი

ტოპ 5 საუკეთესო საჩუქარი, თუკი Secret Santa ხარ

თსუ-ში "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის"  გამარჯვებული წიგნების წარდგენა გაიმართება