ავტორი:

"ეს არის თინეიჯერების დაჯგუფება..." - "შაინინას" მძარცველებმა ნაძვის ხე აუწყეს და სათამაშოები დაუმტვრიეს

"ეს არის თინეიჯერების დაჯგუფება..." - "შაინინას" მძარცველებმა ნაძვის ხე აუწყეს და სათამაშოები დაუმტვრიეს

ორი დღის წინ, ტელეწამყვანმა ნინო ბარათაშვილმა, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შაინინას სახელით არის ცნობილი, სოციალურ ქსელში უმძიმესი ლაივი ჩართო. ტირილამდე მისული ტელეწამყვანი ჩაერთო მძარცველებისგან განადგურებული სახლიდან და როგორც საზოგადოებას მოგვიყვა, სოფელ დიღომში მისი დაკეტილი სამსართულიანი სახლი გაძარცვეს.

დღეს ქურდობით ალბათ ვერავის გააკვირვებ, მაგრამ რაც ნინოს ირგვლივ ხდებოდა, ნამდვილად დაუჯერებელი გახლდათ. დამტვრეული ნივთები, სიგარეტის ნამწვავები, კედლებზე წარწერები, განადგურებული ყველა ოთახი. წარწერებისა და ნახატების შინაარსი და ვიზუალი არც ისე სასიამოვნო გახლდათ. როგორც ვიდეოდან გავარკვიეთ, მძარცველები აღნიშნულ ბინაში შესაძლოა რამდენიმე დღე ცხოვრობდნენ ან უბრალოდ რამდენიმე დღის მანძილზე მიდიოდნენ, რათა იქაურობა დაერბიათ.ნინოს ეჭვი აქვს, რომ ისინი არასრულწლოვნები იყვნე. როგორ მიმდინარეობს ძარცვის საქმეზე გამოძიება, ამ დეტალებით ტელეწამყვანს დავუკავშირდით.

- ნინო, რატომ ფიქრობთ, რომ მძარცველები რამდენიმე დღე ცხოვრობდნენ თქვენს ბინაში?

- იმიტომ, რომ ბევრი დრო დასჭირდებოდა იმის გაკეთებას, როგორც ისინი ჩემს ბინაში მოიქცნენ. როდესაც სახლში მივედი, გარდა იმისა, რომ იქაურობა სასტიკად დარბეული დამხვდა, ადგილზე იყო ძალიან ბევრი სიგარეტის ნამწვი, ყველა ოთახში თითის ანაბეჭდები. იმ ბარგიდან, რომლებიდანაც სათითაოდ ამოიღეს ყველა ნივთი და დალეწეს, მე ორი კვირა ვალაგებდი, სანამ იქ მივიტანდი. ეს სახლი არის დაკეტილი, საწყობად ვიყენებდით და სამივე სართული განადგურებულია, იავარქმნილია.

- მეზობლებმა ვერ გაიგეს, რა ხდებოდა თქვენს სახლში ამდენი დღის მანძილზე?

- რა თქმა უნდა, მყავს მეზობლები და გარშემო ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მე მგონი, ეს ბოლო დროს დამკვიდრებული გულგრილობის ტენდენციის შედეგია. არ მჯერა, რომ ჩემს სახლში ისე შევიდნენ და გამოვიდნენ, ვერავინ დაინახა. სახლი ცენტრალურ ადგილზე მდებარეობს, პოლიციასთან ახლოს, ყველამ იცის, იქ რომ არ ვცხოვრობთ, ავარიულია, ერთი კედელი ჩამონგრეული. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სახლში არ არის სინათლე. თუ ღამე შევიდოდნენ მძარცველები, მინიმუმ სანთლის ანთება დასჭირდებოდათ და იქ მსგავსი არაფერი დამხვედრია. იმ მოცემულობაში, რაც იქ დამხვდა, გარშემო მცხოვრები გულისხმიერი ადამიანი ნამდვილად შეაჩნევდა, რა ხდებოდა და დაურეკავდა პოლიციას....წაიკითხეთ სრულად

შეხლა-შემოხლა ილიაუნისთან - ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ

"მხოლოდ ქართულის" პირველი თამამი ექსპერიმენტები და შედმგარი შოუ  - "ფსიქოთერაპიული ტრენინგი ჩავუტარეთ საკუთარ თავს"

საქართველოში მიწისძვრა მოხდა