ავტორი:

მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა

მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა,  გარდაიცვალა

15 წლის ბიჭი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ლუკა სირაძემ "მწვანე სკოლასთან" დაკავშირებული ინციდენტის და პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და ის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, 10 დეკემბერს "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით 15 წლის მოზარდი, რომელიც ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. მან უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა.

პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, როგორც ცნობილია არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. ის მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, ორ სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა.

"ეს სასოწარკვეთილი გზავნილი არ ჩავუბეჭდოთ ახალგაზრდებს ცნობიერებაში" - რატომ მოუწოდებს ფსიქოლოგი საზოგადოებას სიფრთხილისკენ

დღის ფოტო: აქტივისტებმა შსს-სთან სკოლის მერხი მიიტანეს

გრიპის შემთხვევები იმატებს - პაატა იმნაძე ვირუსის გავრცელების შესახებ და რეკომენდაციები მოქალაქეებს