ავტორი:

"აი ამ ქალმა, მისმა უფროსმა და სისტემამ მოკლა ლუკა" - მიხეილ სააკაშვილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება

"აი ამ ქალმა, მისმა უფროსმა და სისტემამ მოკლა ლუკა" - მიხეილ სააკაშვილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"აი ამ ქალმა მარიანა ჩოლოიანმა, მისმა უფროსმა მინისტრმა გომელაურმა და სისტემამ მოკლა 15 წლის ლუკა სირაძე. მანამდე გამოაძვრინეს ხორავას ქუჩის მსხვერპლთა და მაჩალიკაშვილის მკვლელები. ეს არ გაჩერდება სანამ ხელის დაფარება არ შეწყდება და ყველა იდიოტს ვინც ამ სტატუსს უპასუხებს "9 წლის შეხსენებით" ვურჩევ კარგად მიმოიხედოს აქეთ-იქით და იქნებ მიხვდეს თუ რა უბედურებაში ამოაყოფინა თავი ქვეყანას და საკუთარ თავსაც. საქართველოში უნდა გათენდეს! ჩემი როგორც მშობლის გულრწფელი სამძიმარი ლუკა სირაძის ოჯახს" - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, როგორც ცნობილია, 10 დეკემბერს "112“-ში განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

"დავუშვი უნებლიე შეცდომა..." - როგორ განმარტავს თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, რომ საქართველოში 370 000-მდე ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს

"მარშუტკებში" ფეხზე დგომა და კონდიცირების ჩართვა იკრძალება - "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს

სემეკმა ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი დაამტკიცა