ავტორი:

კახეთში 80 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

კახეთში 80 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

კახეთში, ახმეტის რაიონის სოფელ კასრიწყალში დაახლოებით 80 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შსს-ში დაუდასტურეს. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი მოკლულია, თუმცა შსს-ში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ, რადგან ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირის გაუჩინარების შემდეგ, შს-ს გამოძიება დაწყებული ჰქონდა 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა, შესაძლებელია მუხლი გადაკვალიფიცირდეს და შესაბამისი მიმართულებით გაგრძელდეს გამოძიება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტები იმყოფებიან.

როგორ დასრულდა მსახიობ გოგა ბარბაქაძის ძმის საქმე - "ეს იყო გეგმა ევროპაში თავშესაფრის მისაღებად, თუმცა სამართლიანობა აღდგა"

"ჩოლოიანთან ნაცემი შემიყვანეს... გონებას ვკარგავდი, სკამიდან ვვარდებოდი და ისევ იწყებდა დაკითხვას" - რას იხსენებს ყოფილი პოლიტპატიმარი ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელზე

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს