ავტორი:

"ჩოლოიანთან ნაცემი შემიყვანეს... გონებას ვკარგავდი, სკამიდან ვვარდებოდი და ისევ იწყებდა დაკითხვას" - რას იხსენებს ყოფილი პოლიტპატიმარი ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელზე

"ჩოლოიანთან ნაცემი შემიყვანეს... გონებას ვკარგავდი, სკამიდან ვვარდებოდი და ისევ იწყებდა დაკითხვას" - რას იხსენებს ყოფილი პოლიტპატიმარი ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელზე

15 წლის ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს და სასამართლო მალე იმსჯელებს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და ამ უწყების ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია პირობას დებს, რომ ყველა დეტალი გაირკვევა და ყველა დამნაშავე დაისჯება.

გამომძიებელი ჩოლოიანი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში. ამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ის 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

დაკავების შემდეგ, სამართალდამცავმა პირებმა ის ჯერ ქარელის, ხოლო შემდეგ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ორივე განყოფილებაში მის მიმართ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დასჯისა და მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით.

2013 წელს ნიკოლოზ გოგუაძე პოლიტიკურ პატიმრად სცნეს და ის პატიმრობიდან გაანთავისუფლეს, არადა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში სასამართლომ მას 12 წელი მიუსაჯა. როგორც ირკვევა, გათავისუფლების შემდეგ ნიკოლოზ გოგუაძე უწყებიდან უწყებაში დადის და ითხოვს დაზარალებულად ცნობას, დამნაშავე გამომძიებლების და პოლიციელების დასჯას, თუმცა ეს საქმე წლებია თაროზეა შემოდებული და არცერთი დამნაშავე ძალოვანი ამ საქმეზე არ დასჯილა.

ნიკა გოგუაძეს, თურმე პროკურატურაში არწმუნებდნენ, რომ მარიანა ჩოლოიანი სისტემიდან წასული იყო და საერთოდ ქვეყანაში არ იმყოფებოდა, თუმცა დღეს ირკვევა, რომ ის ჩვეულებრივ აგრძელებდა მუშაობას.

- ნიკა, როგორც ირკვევა, თქვენს საქმეში ფიგურირებს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც დღეს ბრალდებულის სკამზე ზის, იქნებ გვითხრათ, ახდენდა თუ არა ის თქვენზე ზეწოლას?

- ეს ქალი რეალურად მხოლოდ ჭანჭიკია, ის არის ბრძანების შემსრულებელი, იძიებდა ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილ საქმეს. ჩოლოიანს შევხვდი მთავარ სამმართველოში, სადაც მიმიყვანეს დაკითხვაზე. მან დაიწყო ჩემი გამოკითხვა, ვერანაირად რომ ვერ აკმაყოფილებდა ჩემი პასუხები...

არც შეურაცხყოფა მოუყენებია და არც ხელით შემხებია, მაგრამ ოთახიდან გადიოდა და ამის მერე შემოდიოდა მისი დამრტყმელი ძალა, რომლებიც ფიზიკურად მისწორდებოდნენ, მერე ისინი გავიდოდნენ, დაბრუნდებოდა ისევ ჩოლოიანი ოთახში, ვითომ არაფერი მომხდარა და ისე აგრძელებდა დაკითხვას.

ასე გრძელდებოდა თითქმის 2 დღე-ღამის განმავლობაში, მანამდე ვიდრე არ დაწერეს ის ჩვენება, რაც თვითონ შეადგინეს. ჩემი გაუთავებელი ცემა-წამება რომ დამთავრებულიყო იმ დაწერილისთვის უნდა მომეწერა ხელი. ვინც დაზიანებები მომაყენა იგივე პოლიციის სხვა თანამშრომლები იყვნენ, ყველას ვინაობა ცნობილია, მაგრამ აბსოლუტურად ყველამ შეინარჩუნა თანამდებობა დღემდე, ზოგი დაწინაურებულია და გადასულია სხვა დეპარტამენტში.

ჩოლოიანის გარდა სხვა ბევრი ადამიანი ფიგურირებს ჩემს საქმეში, რომლებსაც უფრო დიდი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, მაგრამ არ დასჯილან. ჩოლოიანმა კარგად იცოდა რა ხდებოდა, როცა ოთახიდან გადიოდა და მერე შემოდიოდა, ან ზოგჯერ მე გამათრევდნენ და მერე ნაცემი, განადგურებული შემოვყავდით, მაგრამ ის თვალს ხუჭავდა ყველაფერზე, რადგან მიზანი მხოლოდ ერთი იყო - უნდოდა მიეღო ჩვენება.

აბსოლუტურად ყველაფერი გამოძიებულია, თავიდან ბოლომდე გარკვეულია ყველა დამნაშავე, უბრალოდ, პოლიტიკური ნება არ არის, რომ ბოლომდე მივიდეს ეს საქმე და დამნაშავეები დაისაჯონ.

- ნიკა თქვენ სერიოზული დაზიანებები გქონდათ, სხეულზე სისხლჩაქცევები, მენჯი დაზიანებული, ეს ყველაფერი ამ განყოფილებაში მიიღეთ და არ ასახა გამომძიებელმა ჩოლოიანმა საქმეში?

- საქმეს აყალბებდა ჩოლოიანი, დაზიანებები მარტო მთავარ სამმართველოში არ მიმიღია, ბევრ ადგილას მომიწია ყოფნა ქარელის პოლიციაშიც ვიყავი, ყველგან მცემდენ უმოწყალოდ და მისწორდებოდნენ ფიზიკურად, ბოლო გაჩერება იყო მთავარი სამმართველო, ჩოლოიანთან ნაცემი შემიყვანეს, უბრალოდ, იქ კიდევ უფრო მეტი დამიმატეს, პრაქტიკულად გათიშული ვიყავი, გონებას ვკარგავდი, სკამიდან ვვარდებოდი, ისევ იწყებოდა დაკითხვა... წაიკითხეთ ვრცლად kvirispalitra.ge-ზე

"ჩვენი ჩვენების გამო დაიჭირეს დედა, ეს მამამ გვაიძულა" - რატომ არ ცნობს პროკურატურა დაზარალებულად ბავშვებს, რომელთა მშობლები ძალადობისთვის იხდიან სასჯელს

მარიანა ჩოლოიანი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა - 15 წლის ბიჭის საქმეზე ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

"მათი სახლიდან ხმაური არასდროს გაგვიგია, გაკვირვებული ვარ" - რას ჰყვება მეზობელი ოჯახზე, სადაც შვილმა დედა მოკლა