ავტორი:

27 წლის  მილიონერი ეძებს ფოტოგრაფს, რომელიც მასთან ერთად იმოგზაურებს, ფოტოებს გადაუღებს და ამაში 55 ათას დოლარს გადაუხდის

27 წლის  მილიონერი ეძებს ფოტოგრაფს, რომელიც მასთან ერთად იმოგზაურებს, ფოტოებს გადაუღებს და ამაში 55 ათას დოლარს გადაუხდის

27 წლის სიმპათიური მილიონერი ეძებს პირად ფოტოგრაფს, რომელიც მასთან ერთად იმოგზაურებს და „ინსტაგრამისთვის“ ფოტოებს გადაუღებს. ამ საქმეში კი, 55 ათას დოლარს გადაუხდის.

ავსტრალიელი მილიონერისთვის სრულყოფილი ფოტოები უმნიშვნელოვანესია და ის მზად არის გადაიხადოს საკმაოდ დიდი თანხა და ამავდროულად დასაქმებული უზრუნველყოს ყველაფრით - საცხოვრებლით და სხვა ხარჯებით.

სიმპათიური ახალგაზრდა მილიონერის ვაკანსიამ მთელი მსოფლიოდან უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.

მეთიუ ლეპრე სიდნეიში ცხოვრობს და ის Ecom Warrior Academy-ს დამაარსებელია.

ლეპრე თავის მომავალ ფოტოგრაფს მართლაც საოცარ პირობებს სთავაზობს და ბევრისთვის ასეთი ვაკანსია საოცნებოა. დასაქმებულს მოუწევს იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო მილიონერთან ერთად და გადაუღოს სრულყოფილი ფოტოები „ინსტაგრამისთვის“. ის უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით, ყველანაირი ხარჯით და გარდა ამისა, ანაზღაურებას წელიწადში 55 ათას დოლარს მიიღებს. გარდა ამისა, მომავალ ფოტოგრაფს ლეპრე მეგობრობასაც სთავაზობს.

„ჩვენ ერთად უნდა ვიმოგზაუროთ, დიდი დრო უნდა გავატაროთ ერთად და ბუნებრივია, მსურს, რომ მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდეს, ალბათ, ეს გარდაუვალიც იქნება, ჩვენ ხომ შთაბეჭდილებები უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს. ვფიქრობ, საუკეთესო მეგობრები გავხდებით“, - ამბობს მილიონერი.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ პოტენციურ ფოტოგრაფს ჰქონდეს ბევრი თავისუფალი დრო, უყვარდეს ფრენა და ცხადია, იცოდეს ფოტოების პროფესიონალურ დონეზე გადაღება.

„გასულ კვირას მილანიდან, ერთ-ერთი ტელევიზიიდან დამირეკეს, გადაცემაში მიმიწვიეს, წავედი, მაგრამ არ მყავდა ფოტოგრაფი, რაც ცუდია, შეიძლებოდა ბევრი ლამაზი ფოტო გადამეღო. ჩემს ფოტოგრაფს მუდამ უნდა ჰქონდეს მზაობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ჩემთან ერთად თვითმფრინავში ჩაჯდეს და მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში გაფრინდეს. აქედანვე იცოდეს, რომ არანორმალური გრაფიკი მაქვს“, - დასძენს მილიონერი.

აღსანიშნავია, რომ მილიონერმა ერთი წლის წინა პირადი ასისტენტის ვაკანსია გამოაცხადა. როგორც ამბობს, მან თავისივე ასაკის პირადი ასისტენტი ავსტრალიაშივე იპოვნა, რომელსაც კარგად შეეწყო და გოგონა დღემდე მასთან მუშაობს.

მაღაროელმა უშვიათესი და უძვირფასესი ქვები იპოვა და მილიონერი გახდა - ტანზანიელი კაცის დაუჯერებელი ამბავი

ახალდაბადებულ სამ ტყუპს COVID-19 დაუდასტურდა, დედა კი ინფიცირებული არ არის - უჩვეულო შემთხვევა მექსიკაში

სიკვდილმისჯილი "პრეზიდენტის შვილები" და განაჩენს შეწირული უდანაშაულო ადამიანები - ვის და როგორ სჯიან სიკვდილით 21-ე საუკუნის ბელარუსში