ავტორი:

"წლის დაგვირგვინება..." - პატრული ხელის მოსაწერად პირდაპირ სამოქმედო კვადრატიდან მივიდა (ფოტო)

"წლის დაგვირგვინება..." - პატრული ხელის მოსაწერად პირდაპირ სამოქმედო კვადრატიდან მივიდა (ფოტო)

"წლის დაგვირგვინება" - ამ კომენტარით ავრცელებს ფოტოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მარიამ კასოიანი, რომელმაც დღეს საპატრულო პოლიციის ლეიტენანტზე შოთა ჭიპაშვილზე იქორწინა.

იუსტიციის სახლს წყვილმა პირდაპირ სამსახურებიდან მიაკითხა. ხელის მოწერის ფოტოები "ფეისბუქზე" გაავრცელეს და უამრავი მილოცვაც მიიღეს.

მარიამი შსს-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტში მუშაობს. მან და შოთა ჭიპაშვილმა ერთმანეთი გაზაფხულზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გაიცნეს და წლის ბოლოს ქორწინებით დააგვირგვინეს. აღსანიშნავია, რომ წყვილის მეჯვარეებიც შსს-ს თანამშრომლები იყვნენ.

ზოდიაქოს რომელი ნიშნები იგრძნობენ ყველაზე მწვავედ 26 დეკემბრის მზის დაბნელებას - "მისი ზეგავლენა სამყაროზე ძალიან მძლავრი იქნება"

ტესტი: როგორ მორთავდი ნაძვის ხეს? - აირჩიეთ ექვსიდან ერთი და გაიგეთ, საიდუმლო თქვენი პიროვნების შესახებ

რას იხსენებენ კომიდან გამოსული ადამიანები - "როცა მამა 8 კვირის შემდეგ გამოფხიზლდა, აღმოვაჩინეთ, რომ თვალის ფერი შეეცვალა"