ნესვი აუმჯობესებს მხედველობასა და ღვიძლის მუშაობას

ნესვი აუმჯობესებს მხედველობასა და ღვიძლის მუშაობას

ვიუმჯობესებთ მხედველობას

ყვითელი ჯიშის ნესვი მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება და მხედველობის ორგანოებისთვისაა განსაკუთრებით სასარგებლო.

რაციონში ამ ვიტამინის დეფიციტი სინათლის მიმართ თვალის ბადურის მგრძნობელობის მნიშვნელოვან დაქვეითებას იწვევს და ღამით ხედვას აუარესებს. და კიდევ: A ვიტამინის ნაკლებობა კანისა და თმის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

ხელს ვუწყობთ ღვიძლის ჯანმრთელობას

ბაღჩეული 12 პროცენტამდე ნახშირწყლებს შეიცავს. საზამთროს ნახშირწყლები სანახევროდ ფრუქტოზისა და გლუკოზისაგან შედგება, ხოლო ნესვში საქაროზა ჭარბობს.

ასეთი ნახშირწყლები კარგად კვებავს ღვიძლის უჯრედებს და მათ მიერ ადვილად შეითვისება. ამიტომ საზამთრო და ნესვი სასარგებლოა ჰეპატიტის დროს და ნაღვლის ბუშტის დაავადებებისას.

შენიშვნა: ნახშირწყლების მაღალი შემცველობის გამო დიაბეტით დაავადებულებმა ამ ნაყოფის მოხმარება უნდა შეზღუდონ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი